SamegreloDMO ადგილობრივ ვიზიტორებსა და ტურისტებს ახალ ტურისტულ კულტურულ მარშუტს სთავაზობს.
„დადიანების კვალდაკვალ“ - ასე ჰქვია მარშუტს, რომელიც სამეგრელოს მთავრების მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ 15 ისტორიულ ლოკაციას მოიცავს.
ტურის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ და გაეცნობიან ისეთ ისტორიულ ადგილებს, როგორიცაა ეკატერინესული და ნიკოსეული მუზეუმები და ბოტანიკური ბაღი ზუგდიდში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციას სალხინოში, მარტვილის კანიონს, ჭკაუდაშის ისტორიული სანადირო რეზიდენციას, ნოქალაქევს, ჭყონდიდის, ხობისა და ცაიშის მონასტრებს, წალენჯიხის, კორცხელის, ცაიშის, ძველი სენაკის ტაძრებს, ჭაქვინჯის, შხეფისა და რუხის ციხეებს.
ვიდეორგოლი მომზადებულია
Samegrelo DMO-ს მიერ,
UNDP Georgia-ს, საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით
დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ (DMO) სამეგრელოს შესახებ პრომო-ვიდეოები ტურისტულ ადგილებზე და მეგრულ გასტრონომიაზე რამდენიმე კვირის წინაც
მოამზადა.
მასალის გამოყენების პირობები