27 და 28 აპრილს, ევროკავშირის #EU4Culture პროექტის ფარგლებში შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის პირველი სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაცია და განხილვა გაიმართება.
პრეზენტაციასა და განხილვაზე გიწვევთ როგორც ზუგდიდის კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
სტრატეგიის პირველ სამუშაო ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ
აქ.
შეხვედრები ზუგდიდის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართება (მისამართი: ზვიად გამსახურდიას გამზირი #45).
შეხვედრების განრიგი:
27 აპრილი - 15:00 საათი
28 აპრილი - 15:00 საათი
შემოგვიერთდით და ერთად ვიმსჯელოთ ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე და საუკეთესო ვერსია შევიმუშავოთ!
#EU4Culture #Zugdidi4Culture #ZugdidiCultureStrategy
მასალის გამოყენების პირობები