დაფინანსებული
"ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს" - ქალთა ფონდი "სოხუმი"
ქალთა ფონდ "სოხუმში" პროფესიული გადამზადების კურსდამთავრებულებისთვის ეკონომიკური საქმიანობის ხელშემწყობი კონკურსი დასრულდა.

პროექტის პირველ ეტაპზე, რომელიც ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer Entwicklungsdienst (გერმანია) მხარდაჭერით განხორციელდა, ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი, სადაც მსმენელებმა ბიზნესგეგმის შედგენისთვის თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარეს. კონკურსის პირობები არსებული ბიზნესის, ან ახალი იდეის ფინანსურ წახალისებას (მცირე გრანტს) გულისხმობდა.

ქალებმა, რომლებმაც პროექტში მონაწილეობა მიიღეს, საქმიანობის სფეროები სწორედ იმ კურსის მიხედვით აირჩიეს, რომლის პროფესიული გადამზადებაც ქალთა ფონდ "სოხუმში" უკვე წლებია წარმატებით მიმდინარეობს: ჭრა-კერვა, პოლიმერული თიხა და ბუღალტრული აღრიცხვა.

კომისიის შერჩევის წესით, 19 საპროექტო წინადადებიდან შვიდი საუკეთესო იდეა დაფინანსდა. მათ შორის ორი გრანტი კონფლიქტის გამყოფ ზოლთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში მცხოვრებმა ქალებმა მიიღეს.

ქალთა გაძლიერებისთვის ქალთა ფონდ "სოხუმის" ახალ ინიციატივებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე www.sosfsokhumi.ge

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.