დაფინანსებული
კოლხეთის ეროვნულ პარკში "საბუკო" წყლისა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგს ატარებს (ფოტო/ვიდეო)
კოლხეთის ეროვნული პარკი, რომელიც ქალაქ ფოთს, სამეგრელოსა და გურიის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებს ესაზღვრება, საერთაშორისო მნიშვნელობის დაცული ტერიტორიაა და გამოირჩევა უნიკალური ეკოსისტემების, ჰაბიტატებისა და სახეობების სიმრავლით.
დაცულ ტერიტორიებზე ანთროპოგენური ფაქტორების იდენტიფიცირებისა და მათი მოგვარებისთვის საჭირო მეთოდოლოგიის შემუშავების მიზნით გარემოსდაცვითი ორგანიზაცია "საბუკო" მონიტორინგს 2020 წლიდან ატარებს. პროექტის ფარგლებში, კოლხეთის ეროვნულ პარკში წყლისა და ჰაერის მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა, რომელიც უწყვეტ რეჟიმში აგროვებს პარკში წყლისა და ჰაერის მდგომარეობის შესახებ მონაცემებს და სპეციალურ სერვერზე ტვირთავს.

ფოტო - საბუკო

კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი დავით გრიგოლია აღნიშნავს, რომ თანამშრომლობა ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია "საბუკოსთან" საკმაოდ ნაყოფიერია.

"კოლხეთის ეროვნული პარკი არის დაცული ტერიტორიების ერთ - ერთი შემადგენელი ადმინისტრაცია, რომელიც მოიცავს ორ რეგიონს - სამეგრელოს და გურიას, ძირითადი მიმართულება არის არსებული ბიომრავალფეროვნების მოვლა-პატრონობა, შენარჩუნება- კონსერვაცია, რომელსაც ყოველდღიურად რეინჯერებთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ვახორციელებთ. ტერიტორიის დაცვას, მოვლას და პატრონობას ორგანიზაცია "საბუკო" უზრუნველყოფს, რომელიც ეროვნულ პარკთან არის მჭიდრო კავშირში, ჩვენს შორის არის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში ორგანიზაცია ფრინველზე, ძუძუმწოვრებზე, ასევე წავსა და ჰაერზე ახორციელებს მონიტორინგს", - გვეუბნება გრიგოლია.

დაცული ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი მანანა ჩიქოვანი გვიყვება, რომ პროექტის ერთ-ერთი მიზანი კოლხეთის ეროვნულ პარკში წავის პოპულაციის მონიტორინგია, რომელიც მოწყვლადი სახეობაა და ასევე, წყლის სისუფთავის ბუნებრივ ინდიკატორადაც მიიჩნევა. მისი თქმით, ინვაზიური სახეობა ნუტრია არის წავის პირდაპირი კონკურენტი როგორც საკვებისთვის, ასევე თავშესაფრისთვის, ამიტომ საჭიროა ორივე სახეობაზე დაკვირვება და შესწავლა.

წყლის ხარისხის სისტემა აღჭურვილია სხვადასხვა მოწყობილობით, მათ შორის მონაცემთა ლოგერით, ანძით, მზის პანელით და წყლის ხარისხის სხვადასხვა პარამეტრის მზომი სენსორით.

"დამონტაჟებულია სპეციალური ხელსაწყოები, სადაც ხდება პერიოდულად ამ მონაცემების აღება, საბოლოო მონაცემები, ალბათ, წლის ბოლოს იქნება ცნობილი. ასევე, მთავარი პროექტია მნიშვნელოვანი სახეობების იდენტიფიცირება, რომელიც ხდება ფოტოხაფანგების საშუალებით. ეს, პირველ რიგში, ეხება წავს. წავი არის ერთგვარად წყლის სისუფთავის ინდიკატორი, წავის კონკურენტი არის ინვაზიური სახეობა ნუტრია. ნუტრია ძლიერ კონკურენციას უწევს წავს. ერთნაირი საბინადრო გარემო აქვთ ანუ საბიტატი ერთნაირი საკვები და მასზე კონტროლიც აუცილებელია, რასაც ასევე "საბუკო" ახორციელებს. პროექტის მიზანია შავი ზღვის აუზში არსებულ ქვეყნებში პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარებისათვის საჭირო გზების გადაჭრა", - ამბობს ის.

მანანა ჩიქოვანი განმარტავს, რომ კოლხეთის ეროვნულ პარკში მონიტორინგის შემდეგ ღირებული მონაცემები შეგროვდება და მათ ექნებათ ზუსტი ციფრი, სად რა პრობლემაა, როგორია მისი გადაჭრის გზები და რა მეთოდოლოგია უნდა იქნეს გათვალისწინებული პრობლემების გადასაჭრელად.

"კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორია არის ჭარბტენიანი და მას იცავს მრავალი საერთაშორისო კონვენცია. პირველ რიგში, ეს არის "რამსარის" კონცენცია, რომელიც ეხება იმ ტერიტორიებს, რომელიც აუცილებელია წყლის ფრინველების საბინადროდ ვარგისიანობისათვის. ამ ტერიტორიაზე გადის ევრაზია-აფრიკის მიგრირებად ფრინველთა ერთ-ერთი მთავარი გზა, სეზონის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში 200-მდე სახეობის ფრინველი ფიქსირდება აქ. უმრავლესობა ისვენებს, ნაწილი გამოსაზამთრებლად თბილ ქვეყნებში მიდის, ნაწილი კი კიდევაც რჩება აქ. კოლხეთის ეროვნული პარკი არის "ზურმუხტის ქსელის" საიტი, რომელიც არის პანევროპული საიტი, რომელიც იცავს ევროპის ტერიტორიაზე არსებულ ბიომრავალფეროვნებას. ამ ბიომრავალფეროვნების განვითარებას ასევე ითვალისწინებს "ბერნის" კონვენცია. ეს არის ველური ბუნებისა და ჰაბიტეტების დაცვის კონვენცია. სახეობა ხანგრძლივად ვერ განვითარდება, თუ შესაბამისი ჰაბიტეტი არ იქნა დაცული, სადაც ის ბინადრობს. ბერნის კონვენცია იცავს ამ კონსერვაციული ბუნების მქონე ჰაბიტატებს. ჩვენც გვაქვს ასეთი ჰაბიტატი, ეს არის ძირითადად მტკნარწყლიანი ტბორები", - განმარტავს იგი.

პროექტი მრავალკომპონენტიანია და სხვადასხვა მეთოდის, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, აფასებს ეროვნულ პარკში არსებულ საფრთხეებსა და ზემოქმედების ფაქტორებს.

"საბუკო ასევე ახორციელებს მცენარეების მონიტორინგს. ინვაზიური სახეობები ეს არის რომელიც უცხო ქვეყნიდან არის შემოსული და ზოგიერთ შემთხვევაში განდევნის ენდემურ სახეობებს. მონიტორინგი ტარდება დრონის საშუალებით", - ამბობს ჩიქოვანი.

ასევე პროექტის ფარგლებში დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის თანამშრომლები, რეინჯერები და სხვა დაინტერესებული პირები გაეცნენ საბაზისო წესებს დამონტაჟებული სისტემების, მათი მუშაობის პრინციპებისა და მიღებული მონაცემების დამუშავების ეტაპების შესახებ.

ფოტო - საბუკო

ემზარ მალანია, რომელიც კოლხეთის ეროვნულ პარკში რეინჯერად 2014 წლიდან მუშაობს, გვიყვება, რომ დაცულ ტერიტორიაზე სულ 32 რეინჯერია, ისინი ჩართულები არიან სხვადასხვა აქტივობაში და ეცნობიან ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ახალ მეთოდებს.

"მეც, როგორც სხვა რეინჯერები, მათთან ერთად ვმონაწილეობ ნებისმიერ აქტივობაში ვასუფთავებთ ტერიტორიას, ვიცავთ, შემოვდივართ ტყეში, რამე დაავადებები არ იყოს ხე- მცენარეებზე, ინფორმაციას მაშინვე ვაწვდით ბუნების სპეციალისტებს, ჩვენს სააგენტოს, ვმუშაობთ შეწამვლით სამუშაობზე. კოლხეთის ეროვნულ პარკში ხშირად მოდიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აკვირდებიან ბუნებას, ჩვენც რჩევებს გვაძლევენ, მათ შორის ერთ-ერთო კომპანიაა „საბუკო“, რომლებიც ტრენინგებს გვიტარებს და გვეხმარება რეინჯერებს, რომ ცოდნა ავიმაღლოთ", - თქვა მან.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების გადამზადებასაც მოიცავს, რაც გარემოს დაცვისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებასა და შესაბამისი უნარების გამომუშავებას ისახავს მიზნად.

ფოტო- საბუკო

კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი ხათუნა ქაცარავას ამბობს, რომ ,,საბუკოს’’ მიერ ორგანიზებულ ხუთდღიან ტრენინგში მონაწილეობა კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრებმა სკოლის მოსწავლეებმა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდეტებმა მიიღეს. ახალგზარდებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა დრონით მონიტორინგის განხორციელება.

"ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ, თუ როგორ აგროვებენ დრონით მონაცემებს და შემდეგ ამ მომაცემებს როგორ ამუშავებენ. რა თქმა უნდა, მსგავსი ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისათვის, ვინაიდან მათ უწევთ ცხოვრება ისეთ გარემოში, სადაც ეს ცოდნა მათ აუცილებლად გამოადგებათ და ისინიც, რა თქმა უნდა, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში თავიანთ წვლილს შეიტანენ კოლხეთის ეროვნული პარკის თანამშრომლებთან ერთად", -დასძენს ქაცარავა.

მისივე თქმით, დაგეგმილია კიდევ ერთი აქტივობა, რომელშიც ახალგაზრდები ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში მოხალისეობრივად ჩაერთვებიან.

"საბუკოს" განცხადებით, კოლხეთის ეროვნულ პარკში კვლევები და მონიტორინგი 2022 წლის ზაფხულში დასრულდება.

common borders.common solutions






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.