დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი "სუფთა რეგიონი 2021"-ის გამარჯვებულია
ზუგდიდის და მესტიის მუნიციპალიტეტები კონკურსის "სუფთა რეგიონი 2021"-ის გამარჯვებულები არიან. დაჯილდოების ცერემონიალზე ზუგდიდი ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად დასახელდა, მესტია ყველაზე სუფთა დაბად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭკადუაში ყველაზე სუფთა სოფლად, ხოლო ნომინაცია "ლამაზი ეზოს" გამარჯვებული ზუგდიდის სოფელ ცაიშში ბესიკ პერტაიას ეზო გახდა.

აგრეთვე ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელები გადაეცა ქალაქ ფოთში ეზოს მფლობელს ბორის პაპასკუას, ააიპ ზუგდიდდასუფთავების ხელმძღვანელს ნუგზარ მალაშხიას, ააიპ ზუგდიდდასუფთავების ზედამხედველობის და კონტროლის სამსახურს, ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაცია "DREAMERS" წარმომადგენელს პაატა გოგოხიას, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ზუგდიდის ფილიალის აღმასრულებელი მდივანს - სოფიო კონჯარიას, ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს თავმჯდომარეს ილარიონ ფიფიას.

დაჯილდოების ცერემონიალი თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა. კონკურსი "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები" ორგანიზებით გამოცხადდა. პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.

დაჯილდოების ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, პარლამენტის წევრები, შვედეთის საელჩოს და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.