სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათშორის, საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები, ასევე, სამხარეო ადმინისტრაციის და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მათ მადლობა გადაუხადეს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს ამ დრომდე განხორციელებული პროექტებისთვის, ასევე, ხაზი გაუსვეს რეგიონში სკრინინგ ცენტრის ფუნქციონირების მნიშვნელობას, რაც, მათივე თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.
"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს დაეს გამოცდილება ნამდვილად პოზიტიურია. ერთ-ერთი პარტნიორობის ნათელი მაგალითია სკრინინგ ცენტრი, სადაც მერია ახორციელებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული გამოვლენის წარმატებულ მუნიციპალურ პროგრამას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარიტასის შემდგომი საქმიანობა, რადგან დიდ იმედებს ვამყარებთ, რომის ახალი პროექტები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავენ, ჩვენს რეგიონში იქნება არანაკლებ წარმატებული, ვიდრე წინა პროექტები. თემატიკა ამ პროექტების არის აქტუალური ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, რამეთუ ეხება პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას, ამავდროულად კი ისეთი მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას, როგორებიც არიან ონკოპაციენტები და შშმ პირები", - თქვა შეხვედრის დასასრულს მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი იან ბლინკა განმარტავს, რომამ ეტაპზე რეგიონში 4 პროექტი ხორციელდება, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს, მათ შორისაა ონკოლოგია, შშმ პირთა მომსახურება და პირველადი ჯანდაცვა.

ამასთან, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების ექსპერტებმა ნატო შენგელიამ და მარინა შიხაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინეს პრეზენტაციები პროექტებზე „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ და "დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების უწყვეტობის და ხარისხის უზრუნველყოფა კოვიდ პანდემიის დროს".
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და დამსწრეებმა მომავალი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები