დაფინანსებული
ზუგდიდში ორდღიანი მასწავლებელთა კონფერენცია მიმდინარეობს
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა დღეს სასტუმრო ანაკლია ,,palm beach"-ში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწერიამ მომავალი თაობების აღზრდისთვის, გაწეულ შრომისთვის მადლობა გადაუხადა და განვითარებული, ძლიერი მომავალი თაობების აღზრდის ნაწილში პედაგოგების უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრა.

„თქვენ გადამწყვეტი მნიშვნელობა გენიჭებათ ჩვენი თაობების ფუძისეული და ზოგადსაკაცობრიო აზროვნებისა და პრინციპების ჩამოყალიბებაში. განათლება და განათლების სისტემა ეს არის განსაკუთრებული პრიორიტეტი, როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ამ სფეროს განვითარება-გაძლიერებას. პრემიერის ინიციატივით, ამ მიმართულებით საკმაოდ კომპლექსური ნაბიჯები გადაიდგმება. აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება-მოწესრიგება და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენს მომავალ თაობას უნდა ჰქონდეს უფრო მეტად სრულყოფილი და მოწესრიგებული გარემო რათა მიიღონ ხარისხიანი განათლება.“ - აღნიშნა აუდიტორიასთან სიტყვით მიმართვისას მერმა, მამუკა წოწერიამ.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა ორდღიანი კონფერენცია მიზნად ისახავს, გამოცდილებების ურთიერთგაზიარებას, ახალ სასწავლო პრაქტიკების დანერგვაზე „ინოვაციები სწავლა-სწავლების პროცესი“ - ში თემატიკაზე მსჯელობას.

პროექტი ხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ერთობლივი ძალისხმევით.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.