დაფინანსებული
ზუგდიდის მერია ნიჭიერი ახალგაზრდების ფინანსურ ხელშეწყობას აგრძელებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის კომისიის მორიგ სხდომაზე 8 ნიჭიერი ახალგაზრდის ფინანსური ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღეს.

კომისიის გადაწყვეტილებით ფინანსური დახმარება გაეწია სერგო გუგუჩიას, ლილი გუგუჩიას, უტა ალანიას, ქრისტინე ქაჯაიას, თეიმურაზ თოლორაიას, ანა გაბელიას, მართა თოდუასა და ლიკა ნაჭყებიას.

სერგო გუგუჩია Erasmus+ ის პროგრამის ფარგლებში (2022-2023 წლები) სწავლობს გერმანიაში, ქალაქ გისენის იუსტუს ლიბიგის სახელობის უნივერსიტეტში.

ლილი გუგუჩია უნგრეთში, დებრეცენის უნივერსიტეტში საერთაშორისო და ევროპულ ბიზნეს სამართალზე სწავლობს.

უტა ალანია ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია.

ქრისტინე ქაჯაია ჩარიცხულია ერასმუს მუნდუსის ევროკულტურისა და პოლიტიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე. (ისწავლის სამ ქვეყანაში პოლონეთი, იტალია, საფრანგეთი).

თეიმურაზ თოლორაია ჩარიცხულია აშშ-ში, მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.

ანა გაბელია Erasmus+ ის პროგრამის ფარგლებში ორი თვით მიემგზავრება რუმინეთში.

მართა თოდუა ჩარიცხულია შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტში საერთაშორისო განვითარებისა და მართვის ორწლიან მეცნიერებათა მაგისტრის პროგრამაზე.

ლიკა ნაჭყებიამ გერმანიაში ენის საზაფხულო კურსზე მონაწილეობის მისაღებად მოიპოვა „გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდია პროფესიული სამედიცინო გერმანულის შესასწავლად.

მერის პირველი მოადგილის, კონსტანტინე კაკავას თქმით, ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდის არსებობა მუნიციპალიტეტისთვის ნამდვილად საამაყოა და მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს მათ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.