სოფელ კოკის საჯარო სკოლასთან ფონდი „სოხუმი“ უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს.
ამ ეტაპზე USAID-სა და ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით ახალგაზრდებმა განახორციელეს მცირე პროექტი „გვახსოვდეს აფხაზეთი“. მოსწავლეებს პროექტისფარგლებში უამრავი საინტერესო აქტივობის ჩატარების შესაძლებლობა მიეცათ.
გვსურს, გაგიზიაროთ ერთ-ერთიმონაწილის უკუკავშირი, თუ რა შეიძინა ამ პროექტით.
„ქალთა ფონდ „სოხუმის“ მიერ ჩატარებულმა ტრენინგებმა ძალიან ბევრი საინტერესო და მომავალში გამოსადეგი ინფორმაცია მომაწოდა. მან მნიშვნელოვანი როლი იათამაშა ჩემი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. დღესდღეობით არაფორმალური განათლების სფეროში აქტიურად ვარ ჩართული. ფონდი „სოხუმის“ ტრენინგები კი პირველი ნაბიჯი იყო ამ სფეროში, რომელიც შემდგომში ძალიან გამომადგა. მოხალისეობის გამოცდილება, რომელიც მათი პროექტის ფარგლებში მივიღე გადამწყვეტიაღმოჩნდა ჩემთვის. პროექტმა „გვახსოვდეს აფხაზეთი“ შესაძლებლობა მომცა მიმეღო ახალი ცოდნა და გამოცდილება დაამასთან,მანამდე დაგროვილი ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამეზიარებინა სხვებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან გარდამტეხი იყო. მომავალი ჟურნალისტი ვარ, ამ პროექტში კი პირველად მოვირგე ჟურნალისტის როლი. უკეთესად გავიცანი ჩემი მომავალი პროფესია. ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო მომცემოდა ეს შესაძლებელობა და მიმეღო ეს გამოცდილება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პროექტით „გვახსოვდეს აფხაზეთი“ ახალგაზრდებში ინფორმირებულობის დონე გაიზარდა, ხოლო სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამ ყველაფერში საკუთარ წვლილსაცვხედავ და ეს ყველაფერი კი ქალთა ფონდი „სოხუმის“ დამსახურებაა.
პროექტის ფარგლებში გუნდთან ერთად მომიწია მუშაობა, რამაც მასწავლა გუნდური მუშაობა, განსხვავებული აზრის მიღება და საერთო გადაწყვეტილების მიღება. პროექტის საშუალებით მივიღე სხავდასხვა ღონისძიებების, ტრენინგის დაგეგმივისა და ჩატარების გამოცდილება. ამ პროექტმა გაზარდა ახალგაზრდების დაინტერესება და ჩართულობა მსგავსი ტიპის პროექტებში. გამოცდილებას, რომელიც ამ პროექტში მივიღე ყოველთვის აქტიურად გამოვიყენებ“, - ანა შედანია, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე.
პროექტმა უდიდესი დადებითი გავლენა მოახდინა მოსახლეობაზეც. მოხარული არიან, რომ ახლაგაზრდები მსგავსი ტიპის აქტივობებს ახორციელებენ. ასევე, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები ქართულ-აფხაზური ურთიერთობით ინტერესდებიან და სურთ, თავიანთი წვლილი შეიტანონ რიგი პრობლემების მოგვარებაში, რათა დღესდღეობით არსებული სიტუაცია ცოტათი მაინც შეიცვალოს უკეთესობისკენ.
მასალის გამოყენების პირობები