დღეს, საქართველოში სესხის აღების მეთოდს ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს. შესაძლოა, ეს იყოს დღევანდელი ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე.
ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ რთულია, აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანი იძულებულიც კი ხდება აიღოს სესხი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცხოვრება ძალიან გაძვირდა, ანუ ადრინდელთან შედარებით თითქმის ყველაფრის ფასი შესამჩნევად არის გაზრდილი.
სწორედ ამიტომ,
სწრაფი სესხები ყველაზე კომფორტული აღმოჩნდა ასეთი შემთხვევებისათვის. როდესაც რაიმეს ყიდვა გინდათ, ან უბრალოდ რაიმე გჭირდებათ იმ მომენტისთვის, მაგრამ არ გაქვთ გარკვეული თანხა, თქვენ საშუალება გეძლევათ ყველა თქვენი მოთხოვნა და სურვილი დააკმაყოფილოთ სწრაფი სესხის მეშვეობით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა თანხის მისაღებად.
ცხადია, პირადი მონაცემების ზუსტად შევსება აუცილებელია. სესხის მიღებისთვის საჭიროა დააზუსტოთ თქვენი ვინაობა, მისამართი და ა.შ., რათა მომავალში რაიმე სახის პრობლემა არ შეიქმნას კრედიტორსა და მომხმარებელს შორის. კრედიტორი ორგანიზაცია მომენტალურად უპასუხებს თქვენს მოთხოვნას. თუ ყველაფერს წარმატებით გაივლით, მიიღებთ დადებით პასუხს, თანხა კი რამდენიმე წუთში უკვე თქვენს ანგარიშზე აღმოჩნდება.
სწრაფი სესხის დადებითი მხარეები• კომფორტული;
• სწრაფი;
• მარტივი პროცესი;
მართალია, ძალიან კომფორტულია თანხის სწრაფად მიღება, თანაც სახლიდან გაუსვლელად. მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, ეს მისი პირობებია. აღებულ სესხს, ცხადია, გადახდა სჭირდება. შესაბამისად, კარგად დაფიქრდით სანამ სესხს აიღებთ, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შემდეგ მისი გადახდა გაგიჭირდებათ სჯობს, რომ უარი თქვათ.
თანხის ვერ გადახდის შემთხვევაში, გეძლევათ საშუალება გადაავადოთ თარიღი. მაგრამ ამ შემთხვევაშიც უნდა გაითვალისწინოთ ასევე რამდენიმე დეტალი. ვერ გადახდის შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ემატება ჯარიმა, შესაბამისად შესაძლოა თქვენი გადასახდელი თანხა გაორმაგდეს კიდეც და მოგიწიოთ ზედმეტის გადახდა. ამიტომ, ყოველთვის სჯობია თანხა ზუსტ დროს გადაიხადოთ.
როგორ ავიღოთ სწრაფი სესხი?• შეარჩიეთ კრედიტორი კომპანია;
• გაიარეთ რეგისტრაცია;
• ვერიფიკაციის გასავლელად ჩამოგეჭრებათ საბანკო ანგარიშიდან 1 თეთრი (გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველა შემთხვევაში ასე არ არის. ბანკების ნაწილი არ ითხოვს ვერიფიკაციის 1 თეთრს);
• ყველა საფეხურის წარმატებით გავლის შემდეგ, დაელოდეთ პასუხს დაგიმტკიცდებათ თუ არა სესხი;
• დამტკიცების შემთხვევაში, თანხა რამდენიმე წუთში ანგარიშზე დაგერიცხებათ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში უარყოფითი პასუხის მიღებისას, სჯობს გადაამოწმოთ თავიდან ყველა დეტალი;
სესხის აღების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიიღოთ სასურველი თანხა. აუცილებელია გადაწყვეტილება სწრაფად არ მიიღოთ, დაფიქრდით და ისე შეარჩიეთ კრედიტორი ორგანიზაცია. ყველა მათგანს აქვს სხვადასხვა შეთავაზება, სესხის აღების პირობები და ა.შ. ნუ გააკეთებთ მომენტალურად არჩევანს, არამედ შეადარეთ თითოეული მათგანი და თქვენთვის რომელიც უფრო მოსახერხებელი და მომგებიანი იქნება იმას მიმართეთ.
გადაწყვეტილების მიღებასა და სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ
Finpanda. მიღებული თანხა შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი სურვილის შესაბამისად - შეიძინოთ ტელევიზორი,
აუზები, მაცივარი ან გაატაროთ დასვენების დღეები ფავორიტ ადგილას.
მასალის გამოყენების პირობები