5 სექტემბერს ქალთა ფონდმა "სოხუმმა", ასოციაცია "მშვიდობიან და საქმიან კავკასიასთან" პარტნიორობით და USAID საქართველოს მხარდაჭერით, ჩაატარა სამოქალაქო ფორუმი თემაზე:
"ქალებისა და ახალგაზრდების მიერ მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა - მდგრადი მშვიდობის და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად".
შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდი "სოხუმის" ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ქუთაისის, წყალტუბოს, სენაკის, ხონის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებიდან.
შეხვედრის დასაწყისში, მოწვეულმა ექსპერტებმა საკუთარ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს სამშვიდობო საქმიანობაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას, ისაუბრეს იმ სამშვიდობო ინსტრუმენტებზე, რომელიც ეროვნული და საერთაშორისო დოკუმენტების სახით არსებობს. გაანალიზდა სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობა, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობის კულტურის დანერგვას საზოგადოებაში.
სამუშაო ფორმატიდან გამომდინარე, ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრებს მიეცათ შესაძლებლობა, ცალკეული მუნიციპალიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით შეემუშავებინათ გეგმები, თუ რა უნდა გაკეთდეს ადგილებზე იმ ძირითადი ამოცანების შესასრულებლად, რომელიც მშვიდობის კულტურის დანერგვისა და საზოგადოებაში მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით არის შესაძლებელი.
სამუშაო ჯგუფის წევრების ნამუშევრებმა წარმოაჩინა, რომ ქალთა საინიციატივო ჯგუფების დახმარებით შესაძლებელია ისეთი ინიციატივების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში აგრესიის შემცირებას და კონფლიქტურ მხარეებს შორის ნდობის აღდგენას. წარმოდგენილი ნამუშევრები საფუძვლად დაედება ქალთა საინიციატივო ჯგუფების სამშვიდობო სტრატეგიას, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადი მშვიდობის შექმნას საზოგადოებაში.
პროექტის "განხეთქილების დაძლევა – ხალხთა შორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის" ფარგლებში ქალთა ფონდი "სოხუმის" მიერ განხორციელებულ ყველა აქტივობას შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე -
http://fsokhumi.ge/index.php/ka/itemlist/tag/USAID
მასალის გამოყენების პირობები