დაფინანსებული
„ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2022 ახალგაზრდებისთვის“ ორი გამარჯვებული ჰყავს, ელიკო ბენდელიანი და ნათია ჭანკვეტაძე
,,ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2022 ახალგაზრდებისთვის“, რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეული სასახლის საგამოფენო დარბაზში დღეს გაიმართა.

პრემიაზე 14 კანდიდატი იყო ნომინირებული, მათ შორის უცხოელებიც: მალვინა კოტუა, ელიკო ბენდელიანი, ნათია ჭანკვეტაძე, გიორგი არზიანი, ირაკლი შამათავა, მარიამ ნარმანია, დავით ესართია, ირინა კვანტალიანი, ტომ ვიზელი, ნიცან მენაგემი, ქსენია ჟვალეუსკაია, ანტონ სტაროვიეროვი, ლუსინე ქოსაკიან და ოლეჰ რაიდა.

გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა.

ნიკოსეულ სასახლეში გამართულ ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მერიის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, ეუთოსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ, წელსაც ტრადიციულად, ნომინანტებს შორის მერიის რჩეული გამოავლიინა და ის ირინა კვანტალიანი გახდა.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმებიანმა კვარტეტმა ლელა მჭედლიძის ხელმძღვანელობით.

"ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია" 2019 წელს, ზუგდიდელმა, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრმა სალომე ადამიამ, ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დააფუძნა.

პროექტს მეოთხე წელია მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის (PIP) ავსტრიის საელჩოსთან თანამშრომბლობით, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით ახორციელებს.

ბერტა ფონ ზუტნერი პირველი ქალია, რომელიც ალფრედ ნობელის პრემიის ლაურეატი 1905 წელს გახდა. ავსტრიელი მწერალი სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელ დედოფალთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან მეგობრობდა და ხუთი წლის მანძილზე ზუგდიდში ცხოვრობდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.