ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსების მიზნით შექმნილმა კომისიამ ახალგაზრდული პროექტი “ახალგაზრდები დემოკრატიისთვის“ დააფინანსა.
პროექტის ავტორი, სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი იყო.
პროექტის მიზანია, ახალგაზრდების გააქტიურება, მათთვის არაფორმალური განათლების გზით ცოდნისა და უნარების განვითარება და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა.
ასევე, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სასწავლო ვიზიტი პოლონეთში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2022 წელს ჯამში 14 პროექტი დააფინანსა.
ინფორმაციისთვის, კომისია ყოველი თვის დასაწყისში განიხილავს ახალგაზრდულ პროექტებს.
მასალის გამოყენების პირობები