ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და ფულადი ჯილდო გადასცა.
სამხარეო ადმინისტრაციაში, მასწავლებლის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 51 საჯარო სკოლის წარმატებული პედაგოგი ესწრებოდა.
პედაგოგებს, პროფესიული დღე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს, წარმატებული საქმიანობა და ღირსეული მოქალაქეების აღზრდა უსურვეს.
ზუგდიდის მერიამ, 51 საჯარო სკოლის პედაგოგს ფულადი ჯილდო გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები