ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.
ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, წაიქცა ხეები, ჩამოირეცხა გზები და დაზიანდა ხიდები.
იწმინდება გზის სავალი ნაწილი.
აღდგენითი სამუშაოებს კეთილმოწყობის მართვის ცენტრი ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები