დაფინანსებული
გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭომ,თემატური მოკვლევის - „ქალების წვდომა ფინანსურ რესურსებზე“ ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ზეპირი მოსმენა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ქალებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის ბარიერების შესწავლა და არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით პარლამენტისთვის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის პოლიტიკის ინსტრუმენტების შემუშავების ხელშეწყობა.

მოსმენაში მონაწილე ქალთა ორგანიზაციებმა ისაუბრეს ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა: სახელმწიფო, მუნიციპალური, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამების შესახებ მოსახლეობის არასაკმარისი ინფორმირება, ქალის როლისა და მდგომარეობის მიმართ კვლავ არსებული სტერეოტიპულიწარმოდგენები, ოჯახის ქალის ორმაგიდატვირთვა და აუნაზრაურებელიშრომა, ციფრული უნარ-ჩვევების სიმწირეზე, მეწარმეობის წამოსაწყებად არახელსაყრელიგარემო (მაღალი საბანკო სესხები და მოუქნელი უზრუნველყოფის საშუალებები, მაღალი გადასახადი, ქალთა საკუთრებაში უძრავი ქონების და მიწის აქტივების სიმწირე, შესაბამისი უნარების არ ქონა).

თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის შეხვერაში ქალთა ფონდი "სოხუმის" წამომადგენელი - ეკატერინე გამახარიაც იღებდა მონაწილეობას. მან თავის მოხსენებაში ფოკუსი დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებზე გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ ფინანსურ რესურსებზე ქალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების, სიღარიბესთან და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, არამედ მას ქვეყანაში მშვიდობის მშენებლობის და ნდობის აღდგენის საქმეში უდიდესი დატვირთვა აქვს.

„ქალს ეკონომიკურ გაძლიერებაში დღეს უამრავი ბარიერი ეღობება. მათ შორის, ყველაზე მწვავე საკითხებს გამოვყოფდი: შესაბამისი სოციალური ინფრასტრუქტურის არარსებობა - ქალთა სამუშაო გრაფიკზე მორგებული ბავშვთა სერვისების არარსებობა; სახელმწიფო ეკონომიკური პროგრამების შესახებ ქალების არასაკმარისი ინფორმირება და მათში ჩასართავად შესაბამისი უნარების არ ქონა; მაღალი საბანკო სესხები და გადასახადები; სოფლებში წყლის, გაზის, ტრანსპორტის, გზების პრობლემები, რაც ასევე აფერხებს ბიზნესის განხორციელებას; კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საქმეში არასაკმარისი ინვესტირება, სტრუქტურული ბარიერები, რაც აფერხებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ადამიანთა და ტვირთის გადაადგილებას,“ - ეკატერინე გამახარიამ კოლეგებს ფონდი „სოხუმის“ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შემუშავებული მონიტორინგის ანგარიშებში ასახული გამოწვევები გაუზიარა.

მისი აზრით, “დღეს, არა საუბრების, არამედ კონკრეტული მოქმედებების დროა! რადგან ვიდრე ჩვენ პრობლემებზე ვსაუბრობთ და ვბჭობთ, ქალების დიდი ნაწილი უშუალოდ უპირისპირდება უთანასწორობას,ძალადობას, დრომოჭმულ სტერეოტიპებს და ეკონომიკურიდამოკიდებულებისმთელსიმწარეს... ბევრმათგანსუწევსსამკვდრო-სასიცოცხლობრძოლაგადარჩენისთვის... მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერ ქალებს შეუძლიათ საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზრუნვა, ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა, ძალადობასთან ბრძოლა, მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის შენება“...

შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეებმა იმსჯელეს პრობლემების დაძლევის კონკრეტულ გზებზე და ერთმანეთს საკუთარი მიგნებები და რეკომენდაციები გაუზიარეს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.