„ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს“ - ეს იმ აქციის სახელწოდებაა, რომლის ფარგლებშიც კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალებისთვის ფონდ „სოხუმის“ მიერ კიდევ ერთი ახალი სასწავლო კურსი დაიგეგმა.
„Brot für die Welt” –ის მხარდაჭერით ფახულანელი ქალები კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს ადგილობრივი ტრენერის დახმარებით შეისწავლიან. სასწავლო კურსი სამთვიანია და წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მსმენელებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცემათ.
„მე ქალთა ფონდ „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული ჭრა-კერვის კურსიც დავამთავრე, მათგან ბიზნეს გეგმის წერაც ვისწავლე, მცირე გრანტიც მოვიგე და ახლა მინდა საკუთარი ფეისბუქგვერდი გავაკეთო, ვმართო, ვისწავლო საკუთარი წარმატების რეკლამირება და გაყიდვა სოციალური ქსელის მეშვეობით,“ -ამბობს სოფო.
„ელექტრონული ფოსტის გამოყენება დამჭირდა და ბევრი სხვა ქმედება, რომელიც კომპიუტერის უკეთ ცოდნას მოითხოვს. „სოხუმელებმა“ აქაც დროულად აღმოგვიჩინეს დახმარება,“-აცხადებს მარიკა.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ფახულანში უკვე რამდენიმე წარმატებული პროექტი განახორციელა, რომლის მიზანიც ქალთა მხარდაჭერა და გაძლიერებაა.
მასალის გამოყენების პირობები