საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ განცხადებების გადამოწმება და ოჯახების ანკეტირება დაიწყო
"უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით" შექმნილმა კომისიამ, შემოსული განცხადებების ადგილზე გადამოწმება და ოჯახების ანკეტირება დაიწყო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავას ხელმძღვანელობით, შემოსული განცხადებები ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულში გადამოწმდა.
ჯამში მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვიდა 147 განცხადება, მათგან 96 სახლების მშენებლობაზე, ხოლო 51 ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე.
მომავალ წელს სახლები ახალი პროექტით აშენდება. იცვლება სახლების იერსახე, იზრდება კვადრატულობა, სახლები უზრუნველყოფილი იქნება კომუნიკაციებით.
მასალის გამოყენების პირობები