ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, მთავარი ნაძვის ხე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ საზეიმოდ აანთო და მოქალაქეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
,,დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ ჩემო ზუგდიდელებო! სადადიანოდან ევროპული კულტურის, ტრადიციებისა და სიყვარულის ქალაქიდან ვულოცავ ჩვენს სამშობლოს. 2023 წელი ყოფილიყოს გამთლიანების, მშვიდობის, ბედნიერების და დიდი წარმატების მომტანი. განსაკუთრებით ვულოცავ შობა-ახალი წლის მახარობლებს ჩვენს პატარებს. ბედნიერი მომავალი მათ. ვულოცავ ჩვენს ძირძველ კუთხეს, აფხაზეთს, ენგურს გაღმა საქართველოს. მონატრებით ვუწვდით მათ სიყვარულის ხელს და გვჯერა რომ ჩვენ გავმთლიანდებით და ერთად შევქმნით ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს. მრავალს შობა - ახალ წელს ჩემო საქართველო!“
საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული მუსიკალურ-თეატრალური სტუდია ,,რიბი-რაბო",
მუსიკალური სტუდია ,,რეტრო",
სახელოვნებო სკოლების გაერთიანების საგუნდო-სამუსიკო სკოლის აკადემიური გუნდი,
ეპარქიასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსღონისძიებაამბლი,,ხარება",
ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან არსებული ბენდი ,,ბოლო ოთახი".
ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები