დაფინანსებული
კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის პროექტის ფარგლებში ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ქალთა გადამზადების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრები და პროფესიული ორიენტაციის შეხვედრები იწყება.

კოდინგის სკოლა ქალებისთვის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქალებისთვისაა განკუთვნილი და მასში მონაწილეობას 1500 კანდიდატი მიიღებს.ბენეფიციარების გადამზადება Front-End დეველოპმენტის, Back-End დეველოპმენტის, UI/UX დიზაინის, გრაფიკული დიზაინის, ციფრული მარკეტინგის და ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით მოხდება.

რეგიონალური შეხვედრების ფარგლებში, და იმ ვიდეო მასალებით, კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ მეტი ინფორმაცია აღნიშნული ტექმიმართულებების შესახებ და სანამ კურსზე რეგისტრაციას გაივლიან, შეძლონ სასურველი კურსის შერჩევა.

პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარების გადამზადება შემდეგი ლოკაციებიდან მოხდება: ახალციხე, ოზურგეთი, გორი და წეროვანის დევნილთა დასახლება, თელავი, ზუგდიდი, გალი, ამბროლაური და ონი, ტყიბული და წალენჯიხა.

საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება: ზუგდიდი 26 იანვარი 18:00 საათი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზი, სართული 4, გამსახურდიას ქუჩა N45.

საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე ტექნოლოგიების მოდულების პარალელურად გადამზადება მოხდება ინგლისურ ენაში.

გაიმართება კარიერული ბუთქემფები და დასაქმების ღონისძიებები, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია.

ეს გახლავთ ყველაზე მასშტაბური პროექტი, რაც ამ დრომდე საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის განხორციელებულა. ის USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამის თანადაფინანსებითა და მხარდაჭერით ხორციელდება.

BTU-ს წამოწყება ითვალისწინებს არა მხოლოდ ბენეფიციარების გადამზადებასა და მათ დასაქმებაში მხარდაჭერას, არამედ რეგიონებში, სერჩეულ სკოლებში სასწავლო და სატრენინგო კომპიუტერული სივრცეების მოწყობასა და სხვა ინიციატივების განხორციელებას.

პროექტში მონაწილეობა სრულიად უფასოა. მონაწილეობა შეუძლიათ 16 წლიდან 40 წლამდე ქალებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.