დაფინანსებული
მრგვალი მაგიდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში
ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირების, ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციისათვის პრიორიტეტული მნიშველობისაა ადგილობრივ დონეზე უწყებათაშორისი კომისიების ფუნქციონირება.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ძალისხმევით 2009 წლიდან დაიწყო დასავლეთ საქართველოს 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში(ჩოხატაური, ტყიბული, ქობულეთი, ბაღდათი, ვანი, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა) ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე რეფერირების სუბიექტების საკოორდინაციო შეხვედრები.

სულ ახლახანს მორიგი შინაარსის შეხვედრა გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ორგანიზებითა და ფონდ „სოხუმთან“ პარტნიორობით, საკრებულოს სხდომათა დარბაზშისახელისუფლებო სტრუქტურებსა და სოციალური ინსტიტუტების წარმომადგენელთა მონაწილეობით, თემაზე: „ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა, სოციალური თანამშრომლობა და რეფერირება“.

„ეს არის თანამშრომლობის ძალიან კარგი მოდელი, რომელიც აჩვენებს უწყებათაშორისი კომისიების ინსტიტუციონალიზაციისა და საკანონმდებლო დარეგულირების საჭროებას“, განაცხადა ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა - თეა გოლეთიანმა.

ქალთა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიის მუნიციპალურ დონეზე შექმნის საჭიროებასთან დაკავშირებულ მიგნებებსა და რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ 2020 წელს განხორციელებულ მონიტორინგის ანგარიშში - „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თვითმმართველობების როლი და პრაქტიკა“ შემდეგ ბმულზე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.