დაფინანსებული
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ უკრაინელ ლტოლვილებს უმასპინძლა
„სტრესთან ბრძოლის რესურსული მდგომარეობის ძიება“ ეს არის პირველი, პრეცედენტული ტრენინგის თემა ქუთაისში, რომელიც უკრაინელმა ფსიქოლოგებმა - მარინა სტეპანენკომ და ანა შალიმოვამ ჩაატარეს, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით.

ტრენინგში მონაწილე 10 უკრაინელმა ქალმა მიიღო ინფორმაცია შემდეგ თემებზე: რა არის სტრესი და როგორ ვლინდება ის.

ტრენერებმა მონაწილებისთვის პრაქტიკული სავარჯიშოები სტრესის აღმოსაჩენად და ინდივიდუალური რესურსის მოსაძებნად ჩაატარეს, რის შემდეგაც, საგრძნობლად შეიცვალა მათი ემოციები უკეთესობისკენ.

მონაწილეების შეფასებით, ტრენინგი მშობლიურ ენაზე კომუნიკაციით, სწორად არჩეული თემებით და ერთმანეთთან როლური თამაშების თერაპიით, ქალთა ფონდ "სოხუმის" საუკეთესო ინიციატივაა მათი რეალურად გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის.

„არაფერი ისე არ გვაბედნიერებს, როგორც ფონდი "სოხუმის" ოფისში მოსვლა და თქვენი თანადგომის მიღება. თქვენ ნამდვილად იცით, როგორ მოუაროთ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი სამშობლოს და სახლის დატოვება აიძულეს. გვინდა, მსგავსი შეხვედრები და სწავლება, უფრო ინტენსიური იყოს ყველა საკითხზე, რომელიც ჩვენი სტრესის მიზეზი და შედეგია“ - განაცხადა ერთ-ერთმა ტრენინგის მონაწილემ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.