დაფინანსებული
წარმატებული ქალების გზა - ბელა მოსიას და ედიტა კოდუას ისტორია
გენდერული უთანასწორობის პრობლემას ქალები ქართულ რეალობაში თითქმის ყოველდღიურად აწყდებიან. მათთვის ბარიერები ნებისმიერ გარემოში იქმნება. მიუხედავად საზოგადოების პროგრესისა და ერთი შეხედვით დამოკიდებულების შეცვლისა, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ქალებს და მოქალაქეთა ჯგუფებს რეგულარულად უწევთ ბრძოლა ქალთა გაძლიერებისთვის.
გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ფილოლოგიის დოქტორი ბელა მოსიაც საუბრობს. მისი ისტორია ბევრი ქალისთვის სამაგალითოა. მან შეძლო და 90-იან წლებში, როცა ქვეყანა კორუფციის მორევში იყო ჩაფლული, მიიღო განათლება და შეიქმნა წარმატებული კარიერა. დღეს კი ცდილობს სხვა ქალებს მისცეს მოტივაცია იბრძოლონ და დაამსხვრიონ სტერეოტიპები.

"არასოდეს არ იყო ძლიერი ქალი საზოგადოებისთვის მისაღები, არცერთ ინსტიტუციურ დონეზე. ენერგია რომელიც მე ჩემს პირად კარიერულ, სამეცნიერო და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას მოვახმარე ეს იყო დაუღალავი შრომის შედეგი. საზოგადოება თანხმდება, რომ ქალთა განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის საჭიროა თამამი ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ეს გზა ბევრი ქალისთვის რთულია."

ბელა მოსია გვიყვება, რომ შედეგისთვის ბრძოლა უმნიშვნელოვანესია. გარემოს დამოკიდებულება კი კონკრეტული ადამიანების მიმართ მაშინვე იცვლება, როცა სხვები მის შედეგს და წარმატებას ხედავენ. "არასოდეს არ შემშინებია გადაწყვეტილების მიღების, თუნდაც შეფერხების.

"არ ყოფილა ისე, რომ ყველა ნაბიჯი გამართლებული მეგონა ,ბევრი იყო დამარცხებაც მაგრამ ყოველთვის ვიცოდი ,რომ ეს არის პროცესი, ყოველი მიღწეული ახალს ითხოვს." - უთხრა რადიო "ათინათს" ბელა მოსიამ.

ბელა მოსია ფიქრობს, რომ თუ საზოგადოებაში სიახლის დამკვიდრებას ცდილობ, მიღწეული შედეგით არ უნდა დაკმაყოფილდე და მუდმივად უნდა ეცადო განვითარებას.

"თუ მუდმივ განვითარებას არ ემსახურები, ერთხელ მიღწეულით ნამდვილად ვერ დაამკვიდრებ რაიმე სიახლეს. ღირებულების ფორმირების პროცესში მონაწილეობა მუდმივად ითხოვს შენგან მზაობას."- ამბობს ბელა მოსია

ბარიერების გადალახვას ბევრი ქალი ახერხებს. თუმცა რეგულარულად უწევთ საზოგადოებისთვის თავიანთი შესაძლებლობის დამტკიცება. 21-ე საუკუნეში ერთი შეხედვით გენდერული უთანასწორობა არ უნდა არსებობდეს.ჩვენი რესპონდენტი ედიტა კოდუა გვიყვება, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მისი კანდიდატურა სწორედ გენდერული ნიშნით შეზღუდეს.
"ათი წელია ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიატრი დეპუტატი ვარ. დღემდე მგონია, რომ ჩემი კანდიდატურა იმიტომ არ მოხვდა მაჟორიტარ დეპუტატად რადგან ვიყავი ქალი. მე დამოუკიდებელ კანდიდატად ვიყარე კენჭი და საბოლოოდ მივაღწიე შედეგს,"- უყვება რადიო "ათინათს" ზუგდიდის საკრებულოს წევრი ედიტა კოდუა.

გენდერული უთანასწორობის პრობლემის სათავე, ჩვენი რესპონდენტის აზრით ხშირშემთხვევაში, ოჯახებიდან მოდის. ედიტა კოდუა რამდენიმე სოფლის მაჟორიტარი დეპუტატია. ჩვენთან საუბრისას იხსენებს პირველ სოფლის კრებებს, რომელიც მისი თავმჯდომარეობით ჩატარდა, სადაც ქალები თითქმის არ დადიოდნენ. თუმცა დღეს მოცემულობა რადიკალურად შეიცვალა, სხდომებს ქალები უფრო მეტად ესწრებიან ვიდრე კაცები.

ედიტა კოდუა 20 წელზე მეტია მასწავლებელია. გენდერული უთანასწორობის პრობლემის მოგვარების გზას ის სკოლაში, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან რეგულარულ მუშაობაში ხედავს.


ასოციაცია "იმედი დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის“ ახორციელებს პროექტს "მოქალაქეთა თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობაში", რომელიც ხორციელდება გამყოფი ხაზის მიმდებარედ განლაგებული ცხრა სოფლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან და აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ აქტიურ ქალებთან თანამშრომლობით.

"პროექტის მიზანია ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდა.ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქალები აქტიურად არიან წარმოდგენილი ადგილობრივ თვითმმართველობაში, ესწრებიან სოფლის კრებებს, ახდენენ საკუთარი იდეების, საჭიროებების ინიციირებას და ასე შემდეგ." აღნიშნა ასოციაციის ხელმძღვანელმა ქრისტინა კილანავამ ჩვენთან საუბარში.

სტატია გამოცემულია ასოციაცია "იმედი დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის" დაკვეთით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.