“გეთო ფროჯექთი” იურიდიული კომპანია არის რომელიც თავის თავში თანამედროვე სამართლის პრაქტიკას აერთიანებს.
კომპანია მაქსიმალურად არის ორიენტირებული თითოეულ კლიენტსა და მათ ინტერესებზე. ჩვენი სერვისი მოიცავს სრულ საადვოკატო მომსახურებას, ასევე ტრენინგ-კურსებს და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია კვალიფიციური ადვოკატებით და ასევე სამართლის სტუდენტებით, რომლებიც სტაჟირებას გადიან ჩვენს კომპანიაში აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ზვიად გეთია.
გვყავს პირველი კურსის სტუდენტებიც სტაჟირებაზე, რაც იშვიათობაა საქართველოში. ერთი სიტყვით, სტუდენტებთან ურთიერთობა არის ძალა და მოტივაცია გადავდგათ დიდი ნაბიჯები მომავლისკენ და სტუდენტებთან ერთად მივაღწიოთ იმ მიზნებს, რა მიზანიც თავად მათ აქვთ დასახული.
მათში ჩანს უზარმაზარი პოტენციალი, აზრის თავისუფლება, კრიტიკული ანალიზის უნარი, ინოვატორული ხედვები და რაც მთავარია, მოურიდებელი ჟინი წარმატებისა. ვფიქრობ, ისინი შეცვლიან საქართველოს უკეთესობისკენ. მათში ნამდვილად იგრძნობა ამის სურვილი. გარდა ამისა, იგეგმება მოდელირებები (საქართველოს მომავლის პარლამენტი), ისტორიული პროექტი, რომელსაც სტრატეგიული თამაშის სახე მიეცემა და მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნის ბანაკებად დანაწილებულნი შეძლებენ თავიანთი ეკონომიკური, პოლიტიკური, სტრატეგიული თუ დიპლომატიური ნიჭის გამოვლენით თამაშის მოგებას. ამაზე დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ.
ამ დროისთვის კი მხოლოდ კარს ვუღებთ ყველა მონდომებულ სტუდენტს, რომელიც მოგვიანებით ამ პროექტების უშუალო მონაწილეები გახდებიან.
“გეთო ფროჯექთი” ახლო მომავალში ხდება ათიოდე უცხოური კომპანიის პარტნიორი, რომლებსაც საქართველოში სამართლებრივ წარმომადგენლობას გაუწევს. ასევე იგეგმება 2023 წლის ზაფხულში სამეგრელო ზემო - სვანეთის მხარეში ქ. ზუგდიდში ფილიალის გახსნა.
მასალის გამოყენების პირობები