ქალაქ ზუგდიდში, მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი გაიხსნა.
სამედიცინო დაწესებულება განთავსებულია ქალაქის ცენტრში და აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით.
დიაგნოსტიკური ცენტრის გახსნაში 100 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო და ამ ეტაპისთის 30 სამუშაო ადგილი შეიქმნა.
ცენტრის ოფიციალურ გახსნას ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე - კონსტანტინე კაკავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე - ნინო ვიბლიანი, სამედიცინო და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეკრებილები ახლად გახსნილი დიაგნოსტიკური ცენტრის უპირატესობებს გაეცნენ.
"ჯან-მედი მულტიპროფილური ცენტრია, რომელიც აღიჭურვა გერმანული ხარისხის აპარატურით. ყოველდღური შიდა ხარისხის კონტროლით ცენტრი ორიენრიტებულია ხარისხზე და ხელმისაწვდომია ჩვენი რეგიონის ყველა მოქალაქისთვის. მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა სოციალურ პროექტებში, დახმარება გავუწიოთ ონკოლოგიით დაავადებულ პაციენტებს, ბავშვებს და ხანდაზმულებს. პროცესშია თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება წამყვან კლინიკებთან, როგორიცაა იაშვილის ბავშვთა და გაგუას კლინიკა, უროლოგიის ცენტრი და ა.შ. ამასთან, ამ მიმართულებით, მეორე ეტაპი იქნება, თურქეთის წამყვანი კლინიკებიდან სპეციალისტების ჩამოყვანა", - აღნიშნა დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედის დირექტორმა ლელა ქაჯაიამ.
ცენტრი ყოველდღე 10:00 დან 18:00 - მდე იმუშავებს. მისამართი: ქ.ზუგდიდი, გამარჯვების ქ. #32
მასალის გამოყენების პირობები