დაფინანსებული
ზუგდიდში ევროპის დღე აღინიშნა
ზუგდიდში ევროპის დღე აღინიშნა. ღონისძიება „ზუგდიდი მოლში“ კამერულმა ორკესტრმა "ამადეუსი" საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნით გახსნა.

წარმოდგენილი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების გამოფენა-პერფომანსი ნიკო ფიროსმანი, სადაც ფიროსმანის ნახატები ახალგაზრდა მსახიობებმა გააცოცხლეს.

გაიმართა ხელოვან ელენე ფიფიას ნამუშევრების გამოფენა, მოეწყო სამეწარმეო ხეივანი, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია გამოიფინა. ამავე სივრცეში მოეწყო სტარტაპებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენა, ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა კი მცენარეებისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა გამართა.

მოეწყო თექის და კულინარიული მასტერკლასები. დარგის სპეციალისტებთან ერთად მასტერკლასებში მონაწილეობა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მერიის თანამდებობის პირებმა მიიღეს.

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა ჩაატარა სალონური საუბრები "საქართველოს გზა ევროპისკენ", გაიმართა ვიქტორინა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ევროპის დღე, ზუგდიდის მერიისა და ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით გაიმართა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.