"გერია და შავი ხელმწიფის ამბავი" - გამომცემლობა "არიკის" ახალი წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდში
13:11 / 22.05.2023
"ჩემი მეგრული ჯადოსნური ზღაპრები" - ასე ჰქვია წიგნების სერიას, რომელიც კომპანია "არიკის" წამოწყებაა. ახალმა პროექტმა მკითხველებში მალევე მოიპოვა პოპულარობა.
11 მაისს ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სერიის მეორე წიგნის "გერია და შავი ხელმწიფის ამბავი"-ს პრეზენტაცია გაიმართა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ სრულიად ახალ ზღაპარს და ბავშვებთან ერთად მონაწილეობა მიეღოთ საინტერესო კითხვის პროცესში.
სერია წარმოადგენს ქართველი ენათმეცნიერების, ალექსანდრე ცაგარელის, კორნელი დანელიასა და აპოლონ ცანავას მიერ მე-19 და მე-20 საუკუნეებში მოპოვებული მეგრული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების გაერთიანებას. წიგნები მეგრულ და ქართულ ენებზე გამოიცემა.
პრეზენტაციაზე მსახიობმა და ჟურნალისტმა ნიკოლოზ გაბელიამ სტუმრებისთვის წიგნიდან ამონარიდები წაიკითხა, მას შეუერთდნენ მოსწავლეები სხვადასხვა სკოლიდან და ზღაპრიდან ნაწყვეტები მეგრულ ენაზე გააცნეს დამსწრეებს. საღამო მიეძღვნა მეგრული ზეპირსიტყვიერებისა და კულტურის შესახებ საუბრებს, მუსიკალურ ნაწილს კი მომღერალი მარიტა როხვაძე უძღვებოდა.
"არიკის" მიზანია ბოლო საუკუნე-ნახევრის განმავლობაში ჩაწერილი და გამოცემული მეგრული ზღაპრებისა და ზეპირსიტყვიერების სხვა ნიმუშების მკითხველთათვის ვიზუალურად საინტერესო, შემეცნებითი და მხატვრული ფორმით მიწოდება, საზოგადოებაში მეგრული ზეპირსიტყვიერებისადმი და ქართული სუბკულტურისადმი ინტერესის გაღვივება.
როგორც პროექტის ორგანიზატორები აღნიშნავენ, "ჩემი მეგრული ჯადოსნური ზღაპრების" სერიის ყველა წიგნი მომავალში ყველა ოჯახის ბიბლიოთეკას დაამშვენებს. ეს არის საინტერესო და ღირსშესანიშნავი საჩუქარი.
სერიაში წარმოდგენილი ზღაპრები დააინტერესებს არა მარტო ბავშვებს, არამედ ზრდასრულებსაც." დამსწრეებმა აღნიშნეს წიგნისა და მისი თანმდევი მასალების უნიკალური ხარისხიც, რაც გამომცემლობა "სხივი ჯგუფმა" უზრუნველყო.
"ჩემი მეგრული ჯადოსნური ზღაპრების" სერია 10 წიგნს აერთიანებს. ძალიან მალე წიგნების სერიას ახალი, მესამე ზღაპარიც შეემატება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები