2 ივნისიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ახალ სოციალურ პროგრამას, ,,თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი-საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილურობა“ იწყებს.
აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ: ეტლით მოსარგებლე პირები, კიდურის ამპუტაციით განპირობებული გადაადგილების შეზღუდვისა და მხედველობის არ მქონე პირები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი პირველია, რომელიც საქართველოს მასშტაბით აღნიშნულ სერვისს განახორციელებს.
31 მაისიდან სერვისის მისაღებად დარეკეთ ცხელ ხაზზე: (+995) 599 805 835
ინფორმაციისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდასაჭერად ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს გადაეცა 3 ადაპტირებული მიკრო ავტობუსი.
მასალის გამოყენების პირობები