"მოქალაქეთა თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობაში" - შეხვედრა ზუგდიდში
10:32 / 08.06.2023
ზუგდიდში, სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, ასოციაციის"იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის პროექტის ფარგლებში "მოქალაქეთა თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობაში" შეხვედრა გაიმართა.
პროექტის მიზანია ქალთა შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოსახდენად, მათი უნარების განვითარებისა და მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ ე.წ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების წარმომადგენელი აქტიური ქალები,ზუგდიდიის მერიის,სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
"აუდიტორია მაქსიმალურად იყო ჩართული დისკუსიაში, თემები შეეხო, როგორც ე.წ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სოციალურ - ეკონომიურ მდგომარეობას, ასევე იმ ინიციატივებს, რომლებიც ამ სოფლებში სოციალური ფონის გაუმჯობესებას ემსახურება. ჩვენი პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ქალთა გაძლიერება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მულტისექტორული თანამშრომლობა,"- უთხრა რადიო "ათინათს" ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა ხელმძღვანელმა ქრისტინა კილანავამ.
ასოციაციის "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ეს აქტივობა, მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ქალთა გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ. პროექტის ორგანიზატორები თვლიან, რომ გადაწყვეტილების მიღებაში ქალთა ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიერ.
მასალა გამოცემულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები