დაფინანსებული
ზუგდიდის მერია ახალგაზრდული პროექტების დაფინანსების პროგრამას აგრძელებს
ზუგდიდის მერიაში ახალგაზრდული პროექტების დაფინანსების კომისია გაიმართა.
კომისიამ ორი პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. ა(ა)იპ „საერთაშორისო ბიზნეს სკოლა“, რომელმაც წარმოადგინა პროექტი “პირადი ფინანსებისა და ცხოვრებისეული სიტუაციების მართვის საშაბათო სკოლა ახალგაზრდებისთვის“.

პროექტი მიზნად ისახავს ზუგდიდში მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნულ განვითრებას არაფორმალური განათლების მიღების გზით. კერძოდ, ახალგაზრდების ფინანსური განათლების ხელშეწყობა და ცოდნის დონის გაზრდა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. მასში 30 ახალგაზრდა ჩაერთვება.

პროექტი „ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირი“ მიზნად ისახავს ჩოგბურთის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ახალგაზრდების ჩართულობას, რეგიონის განვითარებას და საზღვაო ტურისტული ზონის პოპულარიზაციას.

ტურნირს ა(ა)იპ „ზუგდიდის ჩოგბურთის სამოყვარულო კლუბი“ წელს მესამედ გამართავს.

ზუგდიდის მერია ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებაზე განაცხადის მიღებას აგრძელებს.

თუ ხარ ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაცია, გამოიყენე შესაძლებლობა და მიიღე 5000- ლარამდე დაფინანსება.

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს;'

ახალგაზრდულ ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება წელიწადში მხოლოდ ერთხელ ისარგებლოს აღნიშნული პროგრამით. პროგრამის ფარგლებში სამიზნე ჯგუფის მინიმალურ ოდენობად სასურველია განისაზღვროს არანაკლებ 25 ახალგაზრდა.

პროგრამის მიზანია ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშაონ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებზე (ადგილობრივი/დევნილი) ორიენტირებული პროექტები.

დასაფინანსებელი პროექტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციას.

კომისიაზე განსახილველად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს შემდეგი თემატიკის პროექტები: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; გენდერული თანასწორობის მიღწევა; ახალგაზრდებში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა; ახალგაზრდების პიროვნული განვითარება არაფორმალური განათლების მიღების გზით;
ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა ახალაგზრდებისთვის; და სხვა ახალგაზრდულ საჭიროებებზე მორგებული პროექტები.

წარმოდგენილი პროექტის დაფინანსება/თანადაფინანსება უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.