"მწვანე ბიუჯეტის" პროექტის ფარგლებში ზუგდიდის მერიაში საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, „მწვანე ბიუჯეტის“ საპროექტო განაცხადები 10 აგვისტოს ჩათვლით მიიღება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში (ქ.ზუგდიდი, რუსთაველის ქ . #90, I სართული) ან შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
;
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
.
განაცხადის ფორმა:
https://shorturl.at/dkCGVრეკომენდებული ნარგავები:
https://shorturl.at/cdlzYპროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია შეიქმნას საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მუნიციპალიტეტს მიმართავენ გამწვანების პროექტებითა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, ხოლო მუნიციპალიტეტი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტების თანადაფინანსებას პროექტის საერთო ღირებულების 95 პროცენტით.
საწყის ეტაპზე, ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად გამოიყო 100 000 (ასი ათასი) ლარი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია „მწვანე ბიუჯეტის“ საბჭო, რომელიც მოახდენს შემოსული განაცხადების ვერიფიკაციას და განსაზღვრავს პროექტის განხორციელებისთვის საინიციატივო ჯგუფის ფინანსური თანამონაწილეობის ოდენობას.
საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება სათათბირო ხმის უფლებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 591 44 53 26 - თეონა გიგიბერია - მწვანე ბიუჯეტის საბჭოს წევრი/მდივანი.
მასალის გამოყენების პირობები