თქვენი არჩევანი განსაზღვრავს თქვენს წარმატებულ მომავალს, ამიტომ გირჩევთ, გულდასმით გაეცნოთ აკადემიის განვლილ გზას, მიღწევებს, მომავლის გრძელვადიან მიზნებს და ამოცანებს.
აკადემია 2023-2024 სასწავლო წლისათვის საქართველოს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩაირიცხონ საზღვარგარეთ აკრედიტებულ შრომის, სოციალური ურთერთობებისა და ტურიზმის აკადემიისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, უკრაინა–პოლონეთის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეში ყველაზე პრესტიჟულ საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამებზე: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, სამართალმცოდნეობა, ტურიზმი, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები საბანკო საქმე დაზღვევა, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება.
აკადემიის კონტრაქტორი უნივერსიტეტები გამოირჩევიან სწავლების მაღალი დონით, კვალიფიციური აკადემიური პერსონალით, ევროსტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებითა და ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
გარდა ამისა, ფართო საერთაშორისო თანამშრომლობა ცოდნის გამდიდრებისა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს იძლევა. ყველაფერი ეს გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას, როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო ბაზარზე.
უნივერსიტეტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში, ისწავლონ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში მათთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. აიღონ როგორც უკრაინის სახელმწიფო, ისე საერთაშორისო დიპლომი. საერთაშორისო განათლებისა და მეცნიერების აკადემიასა და ინტერნაციონალურ აკადემია 2020–ს ემსახურება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების, ეროვნული ცნობიერებისა და ლიბერალური ღირებულებების მატარებელი ფართო კომპეტენციის მქონე ახალი გენერაციის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებსაც გააზრებული აქვთ ქართული და გლობალური კულტურული ღირებულებები.
პატივისცემით აკადემიის დირექტორი, საპატიო დოქტორი, პროფესორი სერგო ჭიჭაღუა.
მასალის გამოყენების პირობები