დაფინანსებული
„ვინტომ“ ზუგდიდში „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე ავტომომსახურების ცენტრი გახსნა (ფოტო/ვიდეო)
„ვინტომ“ ზუგდიდში „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე, დ.აღმაშენებლის #89-ში ავტომომსახურების ცენტრი გახსნა.
კომპანია ქსელის რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს და წლის ბოლომდე ახალ ობიექტს ბათუმშიც გახსნის.

„ვინტო“„ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ავტომომსახურების ბაზარზე 13 წლიანი მოღვაწეობის შემდგომ ოპერირებას განახლებული ბრენდით განაგრძობს და 15 მომსახურების ცენტრის საშუალებით, განახლებული ბრენდის ღირებულებებითა და განვითარების თანამედროვე ხედვით, ავტომომსახურების სრულიად ახალგამოცდილებას პირდება მომხმარებელს.

„მოხარული ვართ, რომ „ვინტოს“ პროდუქტების ფართო არჩევანი და დემოკრატიული ფასები ახლა უკვე ზუგდიდშიც იქნება ხელმისაწვდომი და „ვისოლთან“ ერთად მომსახურების ახალ გამოცდილებას შევთავაზებთ მომხმარებლებს. ახალგახსნილ ობიექტზე მოსულ მომხმარებელს 30% ფასდაკლებაც ელის პროდუქტებსა და მომსახურებებზე.დღეს გავხსენით კიდევ ერთი ფილიალი “ვინტო” ავტოსერვისი, “ვისოლ ჯგუფის” კომპანია, რომელიც განთავსებულია ზუგდიდში და არის ადგილობრივ მომხმარებლებზე გათვლილი კომფორტული ფილიალი. მოგეხსენებათ, „ვინტო“ ბაზარზე გამოჩნდა ორი თვის წინ - ეს არის სრულიად ახალი ქართული ბრენდი, თუმცა „ვისოლ ჯგუფი“, აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან არის ავტომომსახურების სფეროში. მანამდე ჩვენ ოპერირებდით სხვადასხვა ბრენდით, თუმცა ორი თვის წინ გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებინა კიდევ ერთი ახალი ქართული ბრენდი და ამ ბრენდით ვაგრძელებთ ჩვენს რეგიონარულ განვითარებას, საცალო მომხმარებლებზე ორიენტირებულ ახალი ფილიალების დამატებას, მათ შორის, ერთ-ერთი მაგაკლითი არის ზუგდიდში განთავსებული ობიექტი, რომელიც ზუგდიდში დღეს გავხსენით. ადგილობრივი ფილიალი მოემსახურება როგორც საცალო, ისე კორპორატიულ კლიენტებს, გვექნება ასევე საბითუმო გაყიდვები. რეგიონის მასშტაბით ჩვენს ფილიალებში მომხმარებელს დახვდება კონფორტული სივრცე, მოსასვენებელი კუთხე. ობიექტი განთავსებული არის ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე, სადაც ასევე განთავსებული არის ვისოლ ჯგუფის სხვა წევრი შვილობილი კომპანიები - სმარტი, დანკინი და სხვა. შესაბამისად, ჩვენთან მოსული მომხმარებელი მიიღებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს, პროდუქციის სრულფასოვან არჩევანს, როგორც ბიუჯეტურ, ისევე პრემიალურ პროდუქციაში. რა თქმა უნდა, ახალ ფილიალში მომხმარებელი ისარგებლებს „ვისოლ ქარდის“ აპლიკაციის სერვისით, ფასდაკლებებით, როგორც „ვისოლში“ საწვავზე, ისე „ვინტოშიც“ მიიღებს ფასდაკლებას, შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი კომპანია გადავიყვანოთ განვითარების ახალ ეტაპზე და მაქსიმალურად მოვიცვათ საცალო კლიენტები“, - აცხადებს „ვინტოს“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ხოდელი.

„ვინტო“ 20-ზე მეტი საერთშორისო ბრენდის პროდუქტებს წარმოადგენს საქართველოში, როგორიცაა ფრნაგული „ტოტალის“ საავტომობილო ზეთები, ფინური „ნოკიანის“ საბურავები, იტალიური „პირელის“ საბურავები, პოლონური „ორლენის“ საავტომობილო ზეთები, ბულგარული „მონბატის“აკუმულატორები და ა.შ. შესაბამისად, მომხმარებელი საავტომობილოზეთებს, უმაღლესი ხარისხის საბურავებს, აკუმულატრებს, ხუნდებს, ფილტრებს და სხვა საავტომობილო აქსესუარებს ნებისმიერ საფასო კატეგორიაში შეარჩევს, რაც „ვინტოს“ მნიშვნელოვანი კორპორაციული უპირატესობაა ბაზარზე.

„ვინტო“ „ვისოლ ჯგუფის“ ლოიალობის სისტემაშიცაა ჩართული და ერთგულ მომხმარებლებს საწვავზე -15, -20, -25 თეთრიანიფასდაკლების მიღების შესაძლებლობასთან ერთად, „ვინტოში“ ბონუს ქულების დაგროვების, ქულებით „ვინტოს“ პროდუქტების შეძენის და პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე -10%, -12%, -15% ფასდაკლებით სარგებლობის საშუალებასაც აძლევს.

პროფესიონალი პერსონალი, სწრაფი სერვისი, რომელიც არ საჭიროებს 30 წუთზე მეტ დროს, მომხმარებლისთვის კომფორტული მოსასვენებელი/მოსაცდელი სივრცე ყველა ფილიალში,მოქნილი სამუშაო განრიგი,პროდუქტების ფართო არჩევანი და ავტომომსახურების 13 წლიანი გამოცდილება“ვინტოსთვის“ ამბიციური განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს.

„ვისოლის“ მომსახურების ცენტრებში „ვინტოს“ არსებობა კი სინერგიას ქმნის და მომხმარებელს ერთ სივრცეში მრავალფეროვანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.