დაფინანსებული
ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, საქმიანობის ერთი წლის ანგარიში მოსახლეობას ჩააბარა
ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენა მოსახლეობისთვის შამგონის ადმინისტრაციული ერთეულიდან დაიწყო.

მერმა აღნიშნულ შეხვედრაზე, განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მერის ანგარიშის მიხედვით:

2022-2023 წლებში ზუგდიდში 150-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულება 130 000 000 ლარამდეა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 კმ-მდე გზას, ხოლო ამჟამად 54 კმ-მდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში აშენდა 4 საბავშვო ბაღი, ამასთან, მიმდინარეობს 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა.

„მუნიციპალიტეტის მერიამ კანონმდებლობიდან გამომდინარე დაიწყო ერთწლიანი სამუშაოს ანგარიშის წარდგენა მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა , ეს შეხვედრა იყო ინტერაქტიური. ვისაუბრეთ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე, რომელიც აუცილებლად გათვალისწინებული იქნება ჩვენს გეგმაში. შეხვედრების ეს ციკლი გაგრძელდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით“ - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მერის თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პრემიერის ინიციატივით, საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 35 000 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო მშენებლობისთვის კი შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებული.

მერმა ყურადღება გაამახვილა იმ სიახლეებზეც, რომელიც მუნიციპალიტეტს სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით აქვს.
კერძოდ, ამოქმედებულია ახალი პროგრამა, სახელწოდებით - „თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისის საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილობა“.

ზუგდიდს პროგრამის განსახორციელებლად 3 ადაპტირებული მიკროავტობუსი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცა.

მამუკა წოწერიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალგაზრდების განვითარების კუთხით განათლების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ კუთხით არსებულ სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრა, როგორიცაა:

ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა სხვადასხვა მიმართულებით აფინანსებს ახალგაზრდებს.

მერის ანგარიშის თანახმად, 2022-2023 სასწავლო წელს, 82 სტუდენტს დაენიშნა მერის სტიპენდია.

მამუკა წოწერიამ განათლების კუთხით საერთაშორისო დონორების მიერ მხარდაჭერილ პროექტებზე, მათ შორის „EU4Culture“ გაამახვილა ყურადღება და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ცნობისთვის, „EU4Culture“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერაა. პროექტი ხორციელდება საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის (მთავარი პარტნიორი და პროექტის განმახორციელებელი), დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ.

აღსანიშნავია, რომ „EU4Culture“ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნის: აზერბაიჯანის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის 70-მა ქალაქმა. სტრატეგიების შეფასების შემდეგ, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების კონსორციუმმა, ზუგდიდი გამარჯვებულ ქალაქად გამოავლინა.

შეხვედრის ბოლოს მერმა, საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

ზუგდიდის მერი მოსახლეობასთან საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტიურად გააგრძელებს.

შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, მერიის ოფიციალურ გვერდზე განთავსდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.