დაფინანსებული
"მწვანე ბიუჯეტის" პროექტის ფარგლებში ზუგდიდში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს
„მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში, სამაიას ბაღის, ბარამიას, ბუკიას, ნიკოლაძის ქუჩებისა და რუხის თავშესაფრის გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.

სამაიას ბაღში გამწვანების სამუშაოებში ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან და საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრებთან ერთად ჩაერთო.

სამაიას ბაღში ჯამში 70 ძირი ხე-მცენარე დაირგო.

მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე და მოქალაქეებს მოუწოდა, მომავალ წელსაც აქტიურად ჩაერთონ ქალაქის კეთილმოწყობის პროცესში. რაც ყველაზე მნიშნელოვანია, გათვალისწინებულია მათი ინტერესი.

მწვანე ბიუჯეტი არის პროცესი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის გარე იერსახის მოწესრიგებაში და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა/მოწყობაში. მწვანე ბიუჯეტის მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ თვითონ, თანამონაწილოებით გადაწყვიტონ, თუ რაში დაიხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი თანხები.

პროექტის ფარგლებში სხვადასხვა დასახელების 116 ძირი ხე-მცენარის დარგვის პროცესი მიმდინარეობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.