დაფინანსებული
ხელოვნური ინტელექტის ჰაკათონი სტუდენტებისთვის - 20 000 ლარიანი საპრიზო ფონდი
ხელოვნური ინტელექტი და განათლება — ეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ინიციირებული ჰაკათონის თემაა, რომელში მონაწილეობაც საქართველოს მასშტაბით აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია.

ჰაკათონი AI MARATHON-ის ფარგლებში გაიმართება. მარათონი ხელოვნური ინტელექტის გარშემო, სხვადასხვა კონკურსს, ჩემპიონატსა და ღონისძიებას გააერთიანებს და მასში ათასობით სტუდენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს მონაწილეობას.

მარათონის საპრიზო ფონდი მუდმივ რეჟიმში გაიზრდება — მის ფარგლებში, გამარჯვებული მონაწილეები არსებული პარტნიორი ტექნოლოგიური კომპანიებისგან ინვესტიციის სახით მიიღებენ. მთლიანობაში, ჰაკათონის ფარგლებში, საპრიზო ფონდია 20 000 ლარი, რომელიც 3 გამარჯვებულზე გადანაწილდება.

AI ჰაკათონში სტუდენტებს მონაწილეობა გუნდურად შეუძლიათ. გუნდში სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრება 2-დან 4 მონაწილემდე.

გამარჯვებული გუნდები საინვესტიციო თანხას იდეის პროტოტიპის განვითარებაში გამოიყენებენ. ხოლო 2024 წლის მაისში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე წარადგენენ საბოლოო პროდუქტს და შეხვდება ანგელოზ ინვესტორებს ამერიკიდან, ისრაელიდან და ევროპიდან. უნივერსიტეტის მხარდაჭერა მოიცავს სრულ მენტორშიფს.

ჰაკათონზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 18 იანვრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გუნდები ორ ეტაპს გაივლიან. პირველ ეტაპზე მონაწილეები მიიღებენ და იმუშავებენ ტექნიკურ დავალებაზე, რომელიც მათი ტექნოლოგიური ცოდნისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს. ხოლო მეორე ეტაპზე გადასული გუნდები მიიღებენ დასკვნით დავალებას და 7 დღის გამავლობაში
მენტორებთან ერთად იმუშავებენ საბოლოო პროდუქტის შექმნაზე.

საბოლოო შედეგს კი ჟიურის წინაშე წარადგენენ, რომელიც გამარჯვებულებს გამოავლენს.

ჰაკათონი იმართება MIT — Martin Trust Center-ის მხარდაჭერით და მის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასი: The Impact of Generative AI on Business and the Future of Innovation.
ჰაკათონი იმართება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით.

AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და ოფიციალური სპონსორია აშშ-ში დაფუძნებული, საერთაშორისო სტატუსის მქონე აიტი კომპანია Lineate Georgia. ჰაკათონის პარტნიორია

გლობალური ციფრული IT სერვისებისა და გადაწყვეტილებების კომპანია Quantori და საერთაშორისო კომპანია Devexperts.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.