ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ და მაიზერ ნანავამ, ნიკოსეულ სასახლეში მერის სტიპენდიანტებსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებს უმასპინძლეს.
ზუგდიდის მერის მოადგილეებმა ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცეს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებული საქმიანობა უსურვეს.
კონსტანტინე კაკავამ ახალგაზრდების როლზე მუნიციპალიტეტისთვის და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ნიკოსეულ სასახლეში ტრადიციული მიღება გაიმართა მერის სტიპენდიანტებისა და იმ ახალგაზრდების, ვინც ჩართული არიან მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ახალგაზრდულ თუ საგანმანათლებლო პროგრამებში. მინდა გითხრათ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ახალგაზრდული პროგრამების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გამოვყოფ, საზღვარგარეთ ფინანსური მხარდაჭერის პროგრამას. ეს არის უნიკალური პროგრამა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ზუგდიდშია დაფუძნებული. ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა იმ სტუდენტებისა, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ. გვჯერა, ეს ახალგაზრდები შექმნიან ჩვენი ქვეყნის ძლიერ, მდგრად ევროპულ მომავალს. მადლობა მათ ქალაქის სახელით“-აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ.
ღონისძიება მუსიკალურად სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მოსწავლეებმა გააფორმეს.
ცნობისთვის, 2023-2024 სასწავლო წლის მერის სტიპენდია 70-მა სტუდენტმა მოიპოვა, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერით 47-მა ახალგაზრდამ ისარგებლა.
მასალის გამოყენების პირობები