პირველად საქართველოში, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში, შეიქმნა პროსტატის დაავადებათა მკურნალობისა და აღდგენითი თერაპიის ცენტრები, რომლებიც ფუნქციონირებს ზუგდიდში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში.
„ემ-ემ-ტე ლაიფლაინის“ ზუგდიდის ჰოსპიტალში საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული, პაციენტის დიაგნოსტიკისა და მართვის მეთოდებია, რომელიც შეესაბამება ევროპის ევროგაერთიანების ჯანდაცვის კომისიის უახლეს მოთხოვნებს.
სამედიცინო ცენტრის მენეჯმენტის განმარტებით,
MMT ჰოსპიტალი ერთადერთი უროლოგიური ჰაბია რეგიონსა და უახლოეს სამეზობლოში, რომელიც პროსტატის დაავადებების კვლევას მიკროსკოპიული ულტრაბგერის 29 მეგაჰერცის უნიკალური აპარატით ახორციელებს.
,,კვლევა განსხვავდება ტრადიციული ულტრაბგერისგან, 5/11 მეგაჰერცის ნაცვლად გამოიყენება მაღალი სიხშირის 29 მეგაჰერცის გადამწოდი, რაც საშუალებას გვაძლევს ფაქტობრივად პროსტატის კაპილარებისა და მიკროსადინრების დონეზე შევაფასოთ პროსტატის ქსოვილის სტრუქტურა’’, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზუგდიდის ფილიალში პერიოდულად ჩამოდიან პროფესიონალი ექიმები.
ყოველდღე ფუნქციონირებს ონლაინ კლინიკის კაბინეტები.
დეტალური ინფორმაციისათვის და კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვირეკეთ:
მასალის გამოყენების პირობები