დაფინანსებული
ზუგდიდში ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია საინფორმაციო სემინარს გამართავს
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, კომპანია “ელემენტ ჰოლდინგისა” და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ახალი სამშენებლო ნორმების, ევროკოდების დანერგვის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო სემინარებს გამართავს.

პირველი ასეთი სემინარი, 4 ივლისს, 15 საათზე, ზუგდიდში, სასტუმრო ლეთოს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. სემინარს დარგის ექსპერტები გაუძღვებიან. შეხვედრების ფარგლებში, დამსწრეები ევროკოდების ძირითადი ასპექტებისა და მიმდინარე რეფორმის შესახებ ზოგად ინფორმაციას მიიღებენ.

აღნიშნული თემა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი მშენებელი კომპანიისათვის და მასში დასაქმებული შესაბამისი პასუხისმგებლობის მქონე კადრისათვის. სემინარზე მიღებული ინფორმაცია დაეხმარება სამშენებლო სექტორში დასაქმებულ პირებს: როგორც სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს, ისე - მუნიციპალიტეტებში შესაბამისი პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულებს, რომ რეფორმის შედეგად არსებულ რეალობაში, უკვე მოქმედი სავალდებულო ევროკოდების ფარგლებში, შესაძლებელი გახდეს ახალი სტანდარტების შესაბამისი მშენებლობის პროცესის წარმართვა.

თემით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ ბმულის საშუალებით.

დასწრება თავისუფალია.

საინფორმაციო სემინარები გაიმართება ასევე 5 ივლისს, ბათუმში, ხოლო 8 ივლისს - თბილისში.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.