დაფინანსებული
ზუგდიდში " მწვანე ბიუჯეტის" პროექტის ფარგლებში განაცხადის მიღება დაიწყო
,,მწვანე ბიუჯეტის" პროექტის ფარგლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.

საინფორმაციო შეხვედრაში ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, საბჭოს წევრებთან ერთად ჩაერთო.

საბჭოს გადაწყვეტილებით, „მწვანე ბიუჯეტის“ საპროექტო განაცხადები 5 აგვისტოს ჩათვლით მიიღება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში (ქ.ზუგდიდი, რუსთაველის ქ . #90, I სართული) ან შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ; This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .

იხ. განაცხადის ფორმა: https://shorturl.at/cP84u

პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია შეიქმნას საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მუნიციპალიტეტს მიმართავენ გამწვანების პროექტებითა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, ხოლო მუნიციპალიტეტი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტების თანადაფინანსებას პროექტის საერთო ღირებულების 95 პროცენტით.

საწყის ეტაპზე, ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად გამოიყო 100 000 (ასი ათასი) ლარი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია „მწვანე ბიუჯეტის“ საბჭო, რომელიც მოახდენს შემოსული განაცხადების ვერიფიკაციას და განსაზღვრავს პროექტის განხორციელებისთვის საინიციატივო ჯგუფის ფინანსური თანამონაწილეობის ოდენობას.

საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება სათათბირო ხმის უფლებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 591 44 53 26 - თეონა გიგიბერია, მწვანე ბიუჯეტის საბჭოს წევრი/მდივანი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.