"დაბრენდე ხელოვნება" - ზუგდიდში პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა (ფოტო/ვიდეო)
16:15 / 05.07.2024
ზუგდიდში, სოციალურ კაფე "მეგობარში" პროექტის "დაბრენდე ხელოვნება" შემაჯამებელი შეხვედრა 28 ივნისს გაიმართა. მისი მონაწილეები ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების
შესაძლებლობების განვითარებას, რაც სამომავლოდ, მათ პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება.
"პროექტი დამეხმარა ჩემი იდეის სრულყოფაში. კერძოდ, შევქმენი ბრენდი "ქიცა". ეს არის აბრეშუმის თავსაბურავი ქალებისთვის, რომელიც შეიქმნა ძლიერი ქალების ინსპირაციით. პროექტის ფარგლებში მოწვეული სპეციალისტები ინდივიდუალურად გვეხმარებოდნენ ჩვენი იდეის უფო მეტად დახვეწაში. ჩაგვიტარდა არაერთი მასტერკლასი გრაფიკული დიზაინის სოციალური ქსელების მართვის და ბრენდინგის მიმართულებით. ვფიქრობ მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს და მოტივაციას აძლევს რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს", - თქვა მარიამ ანჯაფარიძემ, პროექტის მონაწილემ.
"ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის" თანადამფუძნებელი ნანა შედანია ამბობს, რომ, პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შემოქმედებით სფეროში მოღვაწეებმა გაიარეს სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგ-კურსები, მათ შორის ბრენდინგი, მარკეტინგი, დიზაინი. მისი თქმით, პროექტის ეს ნაწილი უშუალოდ ეხებოდა მათი საქმიანობის გაუმჯობესებას და მათი პროდუქტის, სერვისის გაყიდვის ხელშეწყობას.
"ბოლო აქტივობა იყო ურთაფესტი, რომელიც უკვე ჩატარდა. ის დაიგეგმა უშუალოდ პროექტის მონაწილეების მიერ, ისინი ფესტივალის წინა დღეებში ჩაერთნენ სამუშაოებში იმისთვის, რომ ეს დღე შემდგარიყო. მე შემიძლია ვთქვა, რომ ისინი, ვინც ამ პროექტს ესწრებოდნენ, უკვე განავრცობენ მათ საქმიანობას მეტად ეფექტურად და გამართულად", - განმარტავს შედანია.
28 ივნისს მენტორებმა და ტრენერებმა მონაწილეები შეაფასეს, გამოავლინეს სამი მონაწილე და მათ სიმბოლური ვაუჩერები გადასცეს, რომელსაც ისინი თავიანთი საქმიანობის განვითარებისთვის გამოიყენებენ.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები