დაფინანსებული
„ჯან-მედიში“ თურქმა ჰემატოლოგმა ადგილობრივ პაციენტებს კონსულტაცია გაუწია და კონფერენცია ჩაატარა (ფოტო/ვიდეო)
28 ივლისს, ქალაქ ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ „ჯან-მედიში“, პირველად, თურქეთიდან მოწვეულმა ჰემატოლოგმა, პროფესორმა ჰასან ატილა ოზკანმა გაუწია კონსულტაცია რეგიონის პაციენტებს. ამასთან ერთად, მან სამედიცინო პერსონალს საერთაშორისო პრაქტიკა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
 
პაციენტების მიღების და სამუშაო პროცესზე დაკვირვების შემდეგ, მან აღნიშნა, რომ მზად არის, მომავალშიც ითანამშრომლოს ქართველ კოლეგებთან, მიიღოს ადგილობრივი პაციენტები, ასევე ხელი შეუწყოს იმ სერვისების ხელმისაწვდომობას, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის დანერგილი ჩვენს ქვეყანაში.

„ბევრია პაციენტია, რომელიც საჭიროებს ზუსტ დიაგნოსტირებას და ანალიზების დეტალებს. ზოგიერთ პაციენტს მკურნალობა დაწყებული აქვს, ზუსტი დიაგნოზის დასმამდე და ანალიზების გაკეთებამდე, ამიტომ, არსებობს გარკვეული პრობლემები, რადგან უკვე დაწყებული მკურნალობის პროცესში, უფრო რთულია დიაგნოზის დასმა. დღეს ძალიან კარგად ვიმუშავეთ და ის, რაც ჩვენ შეგვიძლია, მაგალითისთვის, არის კონსულტაციების და ვიზიტების დანიშვნა პაციენტებისთვის, განსაკუთრებით რთული შემთხვევებისთვის. გარკვეული ტესტები არ არის საქართველოში და თუ ისინი მიუწვდომელია, ჩვენ შეგვიძლია ამ მიმართულებით დაგეხმაროთ.

რაც შეეხება მენეჯმენტს, მაგალითად, თუ ზოგიერთ პაციენტს დასჭირდა ტრანსპლანტაცია, სპეციფიკური მედიკამენტები, რომლებიც არ არის ხელმისაწვდომი თქვენს ქვეყანაში, საქართველოში, ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, ამ მიმართულებითაც. ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ და ნაბიჯ - ნაბიჯ, პაციენტიდან პაციენტამდე, ბევრი რამე ვისწავლოთ ერთმანეთისგან“, - ამბობს თურქი სპეციალისტი.

„ჯან მედის“ დირექტორის ლელა ქაჯაიას თქმით, კლინიკებს შორის მსგავსი საერთაშორისო ურთიერთობები მნიშვნელოვანია, როგორც პაციენტის მკურნალობის პროცესის გაუმჯობესების, ასევე ჰემატოლოგების პრაქტიკული შესაძლებლობების განვითარების კუთხით.

„ერთი წლის წინ, როდესაც გაიხსნა კლინიკა „ჯან-მედი“, ჩვენ შევპირდით მოსახლეობას, რომ დიაგნოსტიკური ცენტრი „ჯან-მედი“ გავიდოდა საერთაშორისო ურთიერთობებზე. სწორედ დღეს, „მედიქალ პარკის“ წამყვანი სპეციალისტი, ბატონი ატილა ჩამოვიდა ზუგდიდში, ჩაუტარა კონსულტაცია ადგილობრივ მოსახლეობას. მათი მხრიდან ძალიან დადებითი რეაქციებია, ელოდებიან უფრო მეტ სპეციალისტს თურქეთიდან და ჩვენ ვპირდებით, რომ წინ ძალიან საინტერესო შემოდგომა გველის იმიტომ, რომ „მედიქალ პარკის“ წამყვანი სპეციალისტები ჩამოვლენ ზუგდიდში და სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას ჩაუტარებენ კონსულტაციებს“, - აღნიშნა მან.

კლინიკა ,,ჯერარსის'' ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ გერსამია დადებითად აფასებს მოწვეული სტუმრის ვიზიტს და აღნიშნავს, რომ თურქი პროფესორისგან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მიიღეს, პაციენტების ერთობლივად გასინჯვის ეტაპზე, რაც „ჯან-მედის“ გუნდისთვის საინტერესო გამოცდილება იყო.

„პაციენტების გასინჯვის ეტაპზე, „ჯან-მედის“ გუნდთან ერთად, მონაწილეობა უცხოელმა სტუმარმა მიიღო, რომელიც ჰემატოლოგი, „ჰემატოლოგთა ასოციაციის“ პრეზიდენტი და მისი დამაარსებელია, ასევე, ის „ტრანსპლანტაციის ცენტრსაც“ ხელმძღვანელობს. თითოეულ პაციენტთან კონსულტაციის საფუძველზე, ჩვენ მისგან გარკვეული რეკომენდაციები მივიღეთ. ის დაგვეთანხმა შერჩეული მკურნალობის კურსზე და იმ მიმდინარე გზაზე, რომელსაც გავდივართ თითოეულ პაციენტთან. ჩვენ ვთვლით, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და გვაქვს საერთაშორისო, ღირებული ხედვები. დიდი მადლობა ქალბატონ ლელას ასეთი შემოთავაზებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯისთვის, რადგან საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ჩვენი რეგიონისთვის მეტად მნიშვნელოვანია“, - ამბობს გერსამია.

ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი „ჯან-მედი“, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით მრავალფეროვან სამედიცინო სერვისებს სთავაზობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას.

ცენტრის მისამართია - ქ.ზუგდიდი, გამარჯვების ქ. #32.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.