ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“
თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ქადარიასთან ერთად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში იმყოფებოდა და სტუდენტებს 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა გააცნო.
სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჯარო უწყებაში ანაზღაურებადი სტაჟირების 8 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა.
იხილეთ ვაკანსიები:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სტაჟიორი:
https://shorturl.at/D0ZLdზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის სტაჟიორი:
https://shorturl.at/zjr0nზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის სტაჟიორი:
https://shorturl.at/h9tbDზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის სტაჟიორი:
https://shorturl.at/xLhAtზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სტაჟიორი:
https://shorturl.at/Opl80ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სტაჟიორი:
https://rb.gy/f1f0slზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სტაჟიორი:
https://rb.gy/qhp79wზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის სტაჟიორი:
https://rb.gy/y2f25s.მერიის გარდა, 3 ვაკანსიაა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.
კურსდამთავრებულთა შესარჩევი კონკურსი 2 ეტაპად განხორციელდება – პირველ ეტაპი გულისხმობს განაცხადების მიღებასა და გადარჩევას, ხოლო მეორე ეტაპი კანდიდატებთან გასაუბრებას.
მასალის გამოყენების პირობები