დაფინანსებული
დღეს სოციალურ კაფე „Mego Bar”-ში ნინო ხარატიშვილთან შეხვედრა გაიმართება
დღეს, ზუგდიდში, 18:30 საათზე, გამომცემლობა „ინტელექტის“ ორგანიზებით, სოციალურ საწარმო „მეგობარში“ მწერალ, დრამატურგ და რეჟისორ ნინო ხარატიშვილთან შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გამომცემლობის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, მწერალი საკუთარ ბესტსელერებზე ისაუბრებს.

„გამომცემლები, მწერლები, მთარგმნელები და ლიტერატურის სფეროს სხვა წარმომადგენლები კვლავ ერთიანდებიან − საზოგადოების გასააქტიურებლად და ცნობიერების ასამაღლებლად საქართველოს მასშტაბით იწყებენ კამპანიას „წიგნები ზაფხულში“, - განმარტავს „ინტელექტი“.

როგორც ფეისბუქ გვერდზე ვეცნობით, პროექტი ხორციელდება საქართველოს პენცენტრის და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, „წიგნები ზაფხულში“ კამპანიის ფარგლებში. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

ინფორმაციისთვის, 2014 წელს ქართულ ენაზე პირველად გამოიცა გერმანულენოვანი ქართველი ავტორის ნინო ხარატიშვილის რომანი „ჟუჟა“, 2015 წელს – პიესების კრებული „ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი“ და რომანი „ჩემი საყვარელი ორეული“, 2019 წელს კი მისი გახმაურებული საერთაშორისო ბესტსელერი და არაერთი პრემიის ლაურეატი „მერვე სიცოცხლე“.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.