დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში სახალხო დღესასწაული გაიმართა
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მოადგილეებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო.

მამუკა წოწერიამ, ადგილობრივებს სოფლის დღესასწაული მიულოცა. განსაკუთრებით აღნიშნა, რიყის მკვიდრის, სახელოვანი სპორტსმენის ავთანდილ გახოკიძის ღვაწლი და მას 60 წლის იუბილე მიულოცა.

"დღეს რიყეში სოფლის დღესასწაული რიყეობა აღვნიშნეთ, რომელიც ძალიან ლამაზ ტრადიციად ჩამოყალიბდა.
მიხარია, რომ ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართული. მინდა წარმატებები ვუსურვო სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებიც სტუდენტები გახდნენ და მათი სახით ყველა სტუდენტს მუნიციპალიტეტიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი ღონისძიება დაემთხვა რიყის მკვიდრს, სახელოვან სპორტსმენს და ბევრი ტიტულიანი სპორტსმენის აღმზრდელს ავთანდილ გახოკიძის 60 წლის იუბილეს. მადლობა მინდა მისი ღვაწლისთვის გადავუხადო და მრავალი ბედნიერი წლის სიმრავლე ვუსურვო. ის არის ძალიან წარმატებული ძალოსნობის სკოლის დამფუძნებელი და ეს სკოლა დარწმუნებული ვარ ბევრ ტიტულიან სპორტსმენს აღზრდის"-აღნიშნა ზუგდიდის მერმა.

გაიმართა სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, რომელიც ელენე ფოჩხუასა და მარიამ ალავიძის კონცერტით დაიხურა.

რიყეს ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე და კახი კახიაშვილი, ასევე, ევროპისა და მსოფლიო პრიზიორი შოთა მიშველაძე სტუმრობდნენ.

ადგილობრივებს სახალხო დღესასწაული დეკანოზმა შალვა კეკელიამაც მიულოცა.

სოფლის სახელით სტუმრებს სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.