21-22 სექტემბერს, სოციალურ საწარმო „მეგობარში“ პროექტის “ჩემი არჩევანი” ფარგლებში ტრენინგი და საინფორმაციო კამპანია ჩატარდა.
მასში მონაწილეობდა 20 ზუგდიდელი ახალგაზრდა, რომლებსაც ტრენერმა, გიორგი ოგანესიანმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების პროცედურებზე მიაწოდა ინფორმაცია.
ორგანიზატორების განმარტებით, ტრენინგის შემდეგ, ახალგაზრდებმა ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში ადგილობრივებს დაურიგეს ბუკლეტები და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.
მათივე ცნობით, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რადიო „ათინათის“ ეთერში დაგეგმილია გადაცემაც.
პროექტს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ორგანიზაცია “International Foundation for Electoral Systems”.
მასალის გამოყენების პირობები