ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა.
ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ბოძები, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება, ქალაქში აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდათ. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ პრობლემების აღმოსაფხვრელად.
არსებულ ვითარებას ადგილზე ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე, ნინო ვიბლიანთან ერთად ეცნობა.
სამუშაოებს ა(ა)იპ "კეთილმოწყობის მართვის ცენტრი" შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები