დაფინანსებული
"ჯან მედის" ორგანიზებით, ზუგდიდში ჯანდაცვის საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა (ფოტო/ვიდეო)
11 ოქტომბერს, ზუგდიდში დიაგნოსტიკურ ცენტრ "ჯან მედის" ორგანიზებით, ჯანდაცვის საერთაშორისო სიმპოზიუმი "სტამბოლი-ზუგდიდი" გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ზუგდიდში ჩამოვიდა თურქეთის კლინიკა "მედიქალ პარკის" წამყვანი ექიმების ჯგუფი , რომელმაც სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოწვეულ 90-მდე ადგილობრივ ექიმს საკუთარი გამოცდილება და მედიცინაში არსებული ბოლო ტენდენციები გაუზიარეს.

კონფერენციაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს ტრანსპლანტოლოგმა - ბულენტ უნალიმ, ბავშვთა ნეფროლოგმა - აისელ ტაკტაკიმ, ბავშვთა გასტროენტეროლოგმა - ჰასრედ აიელდიზ ჯივინიმ და გინეკოლოგმა ირემ იამანიმ.

"დაახლოებით, 2007 წლიდან ვაკეთებ ორგანოს გადანერგვის ოპერაციებს, ვარ ექიმი ტრანსპლანტოლოგი. ჩამოსული ვარ აქაურ კოლეგებთან გამოცდილების გასაზიარებლად. მე და აქაურმა კოლეგებმა შევეცადეთ ერთმანეთისთვის ინფორმაციები და გამოცდილება გაგვეზიარებინა, უფრო ზუსტად, ცოცხალი ორგანოს გადანერგვაზე, რომელიც არ კეთდება ყველგან. თურქეთში, იმ კლინიკაში, სადაც მე ვმუშაობ, ძალიან ხშირად გვიწევს მსგავსი ოპერაციების ჩატარება პედიატრიულ ჯგუფში და სწორედ, ამ საკითხზე იყო დღეს ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ქართველ კოლეგებთან", - ამბობს პროფესორი ბულენტ უნალი.
მისივე თქმით, შეხვედრის სასიამოვნო და საინტერესო კომპონენტი იყო კითხვა - პასუხის რეჟიმი, რომელიც გამოცდილების გასაზიარებლად, კომუნიკაციის ეფექტიანი მეთოდია. პროფესორი იმედოვნებს, რომ თურქ და ქართველ კოლეგებს შორის მეტი შეხვედრა დაიგეგმება, რაც მისი აზრით, ბევრ პაციენტს მისცემს ოქროს სტანდარტით მკურნალობის საშუალებას.

"ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ აქ, თქვენთან ერთად ყოფნით. ჩემს კოლეგებს და აქაურ ექიმებს, თუ სურვილი ექნებათ ჩვენთან ვიზიტის, ძალიან სასიამოვნო იქნება ჩვენთვის მათი მასპინძლობა, სადაც მე ვმუშაობ. ერთად დავგეგმავთ ოპერაციებს, შევალთ ოპერაციებზე და ერთად განვიხილავთ მდგომარეობას. გავუზიარებთ ერთმანეთს აზრს და ვნახავთ შედეგს. ერთობლივი მუშაობით, ვფიქრობ, ძალიან ბევრ ავადმყოფს გადავარჩენთ, უფრო ზუსტად, ბოლო სტადიაში ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებს ", - დასძენს ის.

"ჯან-მედის" დირექტორი ლელა ქაჯაია ამბობს, რომ შეხვედრა ქალაქისთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იყო. მისი განმარტებით, სამომავლოდ "ჯან მედი" და "მედიქალ პარკი" მეტ ერთობლივ პროექტს განახორციელებენ ზუგდიდში. მისი თქმით, ასევე იგეგმება წამყვანი სპეციალისტების ვიზიტები.

"პირველი ვიზიტი შედგა ჰემატოლოგისა და ბავშვთა ორთოპედის. ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა ნეფროლოგის ვიზიტი, რომელიც იგეგმება. ამ ეტაპზე, მივდივართ პედიატრიის კუთხით. შემდეგი ეტაპია ისევ სპეციალისტების ჩამოსვლა, იქნება დიდი შეხვედრები კოლეგებთან და ასევე, ჩვენი ვიზიტი ქალაქ სტამბოლში", - აღნიშნავს ქაჯაია. 

"ზუგდიდელთა ჯანდაცვის კავშირის" ხელმძღვანელის ლალი ივარდავას თქმით, თურქი სპეციალისტების მიერ გამოცდილების გაზიარება აუცილებელი პროცესია, რადგან თურქეთი მედიცინაში ინოვაციური მეთოდების დანერგვის კუთხით, გამორჩეული ქვეყანაა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თურქი სპეციალისტების ვიზიტი. თქვენ იცით, რომ ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობს კლინიკა "ჯან მედისთან" და მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩამოსულ სტუმრებს. თურქეთი ერთ-ერთი მოწინავეა მედიცინაში ინოვაციური მეთოდების დანერგვის კუთხით და ჩვენ რა თქმა უნდა, ვაპირებთ მათთან თანამშრომლობას. დღევანდელი პრეზენტაცია შედგა. ჩვენი თანამშრომლობის კრედო კი გახლავთ მაღალი ხარისხი, ჩვენი ბენეფიციარების მომსახურება მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით და ის, რომ მოქალაქეები ჩვენი საქმიანობით იყვნენ კმაყოფილი", - ამბობს ივარდავა.

ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი "ჯან-მედი", რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით მრავალფეროვან სამედიცინო სერვისებს სთავაზობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას.

ცენტრის მისამართია - ქ.ზუგდიდი, გამარჯვების ქ. #32.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.