დაფინანსებული
ზუგდიდის ბაღების გაერთიანება: ირინა კაკაჩია დარჩელის საბავშვო ბაღის გამგე არ ყოფილა, შესაბამისად არც თანამდებობიდან გაუთავისუფლებია ვინმეს
,,სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი" დარჩელის საბავშვო ბაღის ყოფილი გამგის მოვალეობის შემსრულებლის და ამჟამად მუსიკის მასწავლებლის ირინა კაკაჩიას პოსტს ეხმიანება და მის განცხადებას, თითქოს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, სიცრუეს უწოდებს.

,,ვეხმაურებით ა(ა)იპ ,,სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებათა" მართვის ცენტრის დარჩელის საბავშვო ბაღის ყოფილი გამგის მოვალეობის შემსრულებლის და ამჟამად მუსიკის მასწავლებლის ირინა კაკაჩიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს. ცალსახად განვმარტავთ, რომ ის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღის გამგე არ ყოფილა, შესაბამისად არც თანამდებობიდან გაუთავისუფლებია ვინმეს. რაც შეეხება პოლიტიკურ ნიშანს, რაზეც ირინა კაკაჩია ყურადღებას ამახვილებს სიცრუეა, ის ადრინდელის მსგავსად რჩება საბავშვო ბაღში მუსიკის მასწავლებლად. ირინა კაკაჩია მუსიკის მასწავლებლად ამ ბაღთან ერთად მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ა(ა)იპ-ებში მუშაობს.

ირინა კაკაჩია დარჩელის საბავშვო ბაღში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2023 წლის აპრილში დაინიშნა, მას შემდეგ რაც, დარჩელის ყოფილი საბავშვო ბაღის გამგე ავადმყოფობის გამო 2023 წლის 3 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საავადმყოფო ფურცელზე გავიდა, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უფასო შვებულებაში იმყოფებოდა. სწორედ ამ პერიოდში დაეკისრა გამგის მოვალეობის შესრულება ირინა კაკაჩიას. ამჟამად ირინა კაკაჩია აგრძელებს მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე მუშაობას, ხოლო ბაღის გამგედ აღნიშნულ პოზიციაზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრი დაინიშნა" - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.