დაფინანსებული
აუტიზმის ცენტრი "ლოლიპოპი" ზუგდიდში - ინდივიდუალური სერვისები მოზარდების განვითარებისა და ინტეგრირებისთვის (ფოტო/ვიდეო)
აუტიზმის ქართულ-ამერიკული ცენტრი "ლოლიპოპი" ზუგდიდში უკვე რვა თვეა ფუნქციონირებს.

მისი მიზანი ბავშვების ადრეული განვითარების დარღვევების აღმოჩენა, მოზარდების ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა და ამ პროცესში, მათი ოჯახების დახმარებაა. "ლოლიპოპში" ბენეფიციარებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობენ, მათ შორის ფიზიკურ თერაპიას, სენსორულ თერაპიას, ქცევის თერაპიას და მეტყველების თერაპიას ქცევის ტექნიკებით.
"როდესაც ბავშვი ჩვენთან მოდის, ინდივიდუალურად, სპეციალისტები აფასებენ მის განვითარებას და შემდგომ უკვე დგება მათი სამუშაო მიზნები, რომლებშიც ძალიან ვცდილობთ ხოლმე, რომ მშობლებიც ჩავრთოთ, რადგან ოჯახისა და მშობლების ჩართულობა ამ თერაპიაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ისწავლონ, თუ როგორ დაეხმარონ თავიანთ შვილებს სახლის პირობებში", - აღნიშნავს ქცევის ანალიტიკოსი მარიამ შავლიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ცენტრში ემსახურებიან ყველა ასაკის ბავშვსა და მოზარდს. ამ ეტაპზე, მათი ყველაზე უმცროსი ბენეფიციარი 1 წლის და 8 თვისაა.

"ჩვენ გვაქვს დაფინანსება, რაც გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა ვაუჩერით სარგებლობა შეუძლიათ მოზარდებს. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დაფინანსებები უფრო მეტად გაიზარდოს, რათა მეტმა მათგანმა მიიღოს მომსახურება", - დასძენს შავლიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, "ლოლიპოპის" გუნდის მიზანია ეფექტიანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომებით ბავშვებისთვის მაქსიმალურად ეფექტიანი თერაპიის მიწოდება. კვალიფიციური სპეციალისტების მიერ ბავშვების მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრებისთვის რეკომენდაციების გაცემა კი ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას სხვადასხვა ბუნებრივ გარემოში, მათ შორის ბაღში, სკოლაში, გასართობ ცენტრებში, ასევე, სხვა ბავშვებთან ურთიერთობაში.

აუტიზმის ქართულ-ამერიკული ცენტრის "ლოლიპოპი" მისამართია: ზუგდიდი, გამარჯვების ქ. 16.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.